fbpx

როგორ მოვიზიდოთ ფული ახალი წლის ღამით?!

ავტორი ჟოლო
5.3K ნახვა

ახალი წლის ღამე ხომ სურვილების ჩაფიქრების ღამეა, ფული და ბარაქა კი ალბათ ერთ-ერთია რასაც ყველა იფიქრებს. ბევრი ადამიანისთვის ბედნიერება თავისუფლებაშია, ამისათვის კი ფინანსური მდგრადობა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

დღეს გაგაცნობთ რამდენიმე საახალწლო ჯადოსნურ რიტუალს ფულის მოსაზიდად.

 N1

ფულის და ბარაქის მოზიდვის რიტუალი თქვენს სახლში დაიწყეთ საახალწლო სუფრიდან. მოათავსეთ ოქროსფერი მონეტები (თანხას არ აქვს მნიშვნელობა). ოქროსფერი ფერის კომბინაცია მაგიდაზე საკვებით სიუხვესთან ერთად მოგიტანთ სიმდიდრეს.

 N2

ახალი წლის ღამეს ტანსაცმელი უნდა გამოიცვალოთ მინიმუმ 2-ჯერ. ტანსაცმლის განახლება მომდევნო წელს სასიამოვნო ცვლილებებს გვპირდება. წლის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გაგიმართლებთ და წარმატებას მიაღწევთ საქმიანობაში. არსებობს იმედი, რომ ყველა თქვენი ვალი სათანადოდ გადაიხდება.

N3

ახალი წლის დადგომამდე მოაწყვეთ სახლში “დიდი დასუფთავება”, გადაყარეთ ყველა გამოუსადეგარი ნივთი სახლიდან. ნაგვის გადაყრასთან ერთად თქვენი სახლიდან ნეგატიურ ენერგიასაც მოიშორებთ. ეს გახსნის გზებს, რომ ახალი და სასურველი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში და მთელი წელი წარმატებული იყოს.

N4

დადეთ ახალი წლის სუფრაზე 12 სახის კერძი – როგორც სიმბოლო 12 თვის, რომლებშიც თქვენი შემოსავალი გაიზრდება. სუფრა უნდა იყოს ლამაზად გაწყობილი, გამოიყენეთ ლამაზი ჭურჭელი.

N5

შეიძინეთ ან თავად გააკეთეთ იმის ფიგურა, რისი წელიც მოდის. განათავსეთ იგი სიმდიდრის სექტორში – ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთით. და თუ გინდათ რომ ფინანსური წარმატება მთელ ოჯახს შეეხოს, მოათავსეთ ფიგურა იქ, სადაც ყველაზე ხშირად ნათესავები იკრიბებიან.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

ი ბ ე დ ნ ი ე რ ე თ !

წყარო:on.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment