fbpx

ბიზნესის წარმოების 22 წესი ებრაელებისგან

ავტორი ჟოლო
17.8K ნახვა

ებრაელი ხალხი უძველესი დროიდან ცნობილია ბიზნესის მართვის ხელოვნებით, ასევე, საზოგადოებაში თავის დამკვიდრებით და არც ისე ცოტა ქონების დაგროვების უნარით.

გვერდიდან ეს ფაქტი თითქოს აუხსნელი და უსაფუძვლო ჩანს, თუმცა სინამდვილეში ამ უძველეს ერს აქვს ხასიათის ის თვისებები და ჩვევები, რაც სხვა ერის წარმომადგენლებისგან მათ ნამდვილად გამოარჩევთ.

ებრაელების ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს ტრადიციები და კულტურა. თუ გაგიმართლა და ებრაელად დაიბადე, დედის მუცლიდან დაგყვება იმის უნარი, როგორ იცხოვრო და იმუშაო სწორად, დააგროვო ცოდნა და უდიდესი გამოცდილება.

ებრაული წმინდა წიგნი ასწავლის ისეთ თვისებებს, როგორებიც არის შრომისმოყვარეობა, ადამიანებთან სწორი დამოკიდებულება, მათი დახმარება; ასევე, ასწავლის საკუთარი და სხვისი ქონების განსაკუთრებულ პატივისცემას.

მაშ ასე, ებრაელების მიერ ბიზნესის წარმოების 22 ძირითადი წესი:

1. ცხოვრებაში მთავარი წონასწორობაა.

2. ისწავლე სხვების დასაქმება.

3. გადააბიჯე სიამაყეს და მოითხოვე ის, რაც გჭირდება.

4. ყოველთვის მიესალმე ადამიანებს.

5. არ დაკარგო დრო ფუჭად.

6. ილაპარაკე მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე გაქვს სათქმელი;

7. დაგეგმე შენი ცხოვრება;

8. დროულად გადაუხადე ხელფასი თანამშრომლებს;

9. შენი სიტყვა მყარი უნდა იყოს. დაჰპირდი? – შეასრულე!

10. ახლობლების ქონება ისეთივე ფასეული უნდა იყოს, როგორიც შენი საკუთარი.

11. შემოიკრიბე გარშემო კარგი ადამიანები. მოერიდე ცუდ კომპანიებს და ცუდ მეზობლებსაც კი.

12. იმუშავე, სანამ სანთელი ანთია. ყოველთვის იარე წინ, რადაც უნდა დაგიჯდეს, მაინც.

13. არასოდეს შეურაცხყო სხვა.

14. თუკი ვინმეს შენი მოკვლა სურს, მოკალი ის პირველმა;

15. ყოველი ადამიანი იმსახურებს მადლიერებას;

16. ქურდი, რომელიც დროს გპარავს, არაფრით არის იმაზე უკეთესი, ვინც ძვირფასეულობას იპარავს. თუ მართავ საკუთარ დროს – მართავ ფულსაც.

17. არ არის საჭირო, ილაპარაკო ყველაფერი, რასაც ფიქრობ.

18. დააჯილდოვე საკუთარი თავი კარგად შესრულებული სამუშაოსთვის.

19. ხელმძღვანელმა ყოველთვის უნდა იცოდეს, როგორ ცხოვრობს მისი თანამშრომელი.

20. ხანდახან უნდა გასცე იმაზე მეტი, ვიდრე იმსახურებენ.

21. გაეცი ფული რთულ პერიოდში. ეს ადამიანის მომავალში ჩადებული ფასეული ინვესტიციაა, რომელიც შემდეგ ასმაგად დაგიბრუნდება.

22. მდიდარია ის, ვინც ბედნიერია იმით, რაც აქვს.

 

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment