fbpx

„ბრიტანელი შინდლერი“, რომელმაც 669 ბავშვი სიკვდილისგან იხსნა (ვიდეო)

ავტორი ჟოლო
79 ნახვა

„არის ამ აუდიტორიაში მსგავსი ისტორიის მქონე პირი? თუ ვინმეა, ფეხზე წამოდგეს“- მიმართა წამყვანმა დარბაზში მსხდომებს. თანდათან მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა.

 „ბრიტანელი შინდლერის“ გვერდითაც, მის მიერ გადარჩენილი „ბავშვი“ აღმოჩნდა. შეხვედრა ემოციური იყო. 


„ბრიტანელი შინდლერი“ ნიკოლას ჯორჯ ვინტონი გახლავთ, ადამიანი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე 9 თვით ადრე, 700-მდე ბავშვი, რომელთაგან უმრავლესობა ებრაელი იყო, საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრისგან გადაარჩინა და მათი გადაყვანა, ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან ბრიტანეთში შეძლო.

 
ამ ფაქტს ვინსტონი 40 წლის განმავლობაში არ ამხელდა, სანამ მისმა ცოლმა ჩანაწერების წიგნი არ იპოვა, სადაც ყველა ბავშვის სახელი, მშობლების ვინაობა და მისამართები იყო ჩაწერილი.


ნიკოლას ვინსტონის შესახებ მსოფლიომ 1988 წელს, BBC-ის ეთერში გასული გადაცემით შეიტყო. 
გადაცემაში, სადაც ვინსტონი იყო მიწვეული, წამყვანმა ბავშვების გადარჩენის კადრების ჩვენება დაიწყო და თან ვინსტონის ისტორიას ყვებოდა: „არის ამ აუდიტორიაში მსგავსი ისტორიის მქონე პირი? თუ ვინმეა, ფეხზე წამოდგეს“- მიმართა წამყვანმა დარბაზში მსხდომებს… 


პრაღაში, იმ სადგურზე საიდანაც ბავშვებით დატვირთული მატარებელი გავიდა, ვინსტონის ქანდაკება დგას. 2009 წელს ჩეხეთის პრეზიდენტმა „თეთრი ლომის“ ორდენით დააჯილდოვა.
გმირი, რომელსაც მსოფლიომ „ბრიტანელი შინდლერი“ შეარქვა. ის 105 წლის არის და დღესაც ლონდონში ცხოვრობს.


წყარო: newposts.ge
მოამზადა: ხატია ლაღიძემ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment