„საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით მძიმე პირობები აქვთ, მათ შორის თვითრეალიზების თვალსაზრისით. ამიტომ კომპანია Madatart – მა გადაწყვიტა ხელი შეუწყოს ხელოვანებს, რომლებიც ასეთ მდგომარეობაში არიან.
გამოფენაში რომელიც შვიდ დეკემბერს მანჰეტენზე გაიხსნება, წარმოდგენილი იქნება ნიჭიერი მხატვრის რეზო მექვაბიშვილის ზამთრის პეიზაჟი, რომელიც ნოსტალგიურ საშობაო განწყობას შეგიქმნით. ბატონი რეზო ეტლით გადაადგილდება, მარჯვენა ხელს მუშაობის დროს ვერ იყენებს, მაგრამ ძალიან აქტიური და ნიჭიერი ადამიანია.
ვფიქრობ ეს გამოფენა მისთვის დიდი სტიმული იქნება. ერთადერთი ნიშანი რითაც ბატონი რეზო შეირჩა ნიჭიერება იყო. ეს ამბავი საქებრად არ დამიწერია, მაგრამ ასეთ ხალხს ყველამ რომ ჩვენ-ჩვენს სფეროში ხელი შევუწყოთ ვფიქრობ ისინი ოპტიმისტები გახდებიან და გაძლიერდებიან.“
მარიტა დამენია, კომპანია Madatart-ის დამფუძნებელი