არსებობენ თუ არა ადამიანები თქვენს ირგვლივ, რომელთა გარემოცვაში გაქვთ საშუალება გაიზარდოთ პიროვნულად? ან რა ვუყოთ ძველ მეგობრებს, როლებთან ყოფნა არ გავსებთ ენერგიით („ტოქსიკურია“), მაგრამ მაინც ბავშვობის მეგობარია?
თუ კი თქვენ ხართ გარემოცვაში, სადაც თავს არა მარტო კარგად გრძნობთ, არამედ ზრდის ფაქტორსაც წარმოადგენს, მაშინ, ასეთი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოთ, გაუფრთხილდეთ. იყავით მათთან რაც შეიძლება ხშირად. ეს არის „ტოქსიკურისგან“ განსხვავებით მკურნალ-გამაჯანსაღებელი და ენერგიის მომცემი გარემო. მიღებული ენერგიით თქვენ გაზრდით იმ ყვავილს თქვენში, რომელსაც საკუთარი თავის სიყვარული ჰქვია. ეს გარემო აგიმაღლებთ თვითშეფასებას და მოგანიჭებთ ბედნიერებას.
და თუ არ გყავთ ასეთი გარემო და პირიქით, ხდება თქვენი ენერგიის დაკარგვა, გამუდმებით დაძაბული ხართ, გრძნობთ არ იზრდებით და არაფერს გაძლევთ ურთიერთობები, მაშინ აუცილებელია მოახდინოთ გარემოს ინვენტარიზაცია და ნელ ნელა ძველი ჩაანაცვლოთ ახლით.
სად შეიძლება მათი ნახვა? როგრო ფიქრობთ, ახალი გარემოცვის შექმნა ადვილია?
არამც და არმაც.
თქვენ შეიძლება ცნობიერად გინდათ ახალი, „წინ წამწევი“ გარემოს შექმნა, მაგრამ აქ დაეჯახებით შინაგან წინააღდეგობებს. ჩაირთვება „ბორკილა აზრები“, დანაშაულის გრძნობა, მსხვერპლის როლში ყოფნა – თქვენ „ასეთ და ისეთს“ არ გაქვთ ურთიერთობა საჭირო ადამიანებთან… რას იტყვან ჩემი ძველი მეგობრები? თავში აუვარდაო… გაგიბარზდებიან…
თავიდან გაგიჭირდებათ ახალ წრეში გასვლა, მოგენატრებათ ძველი ურთიერთობები (მიუხედავად იმისა, რომ ისინი გზღუდავნ და გრთგუნავენ). ხოლო ახალ ურთიერთობებში მოგეჩვენებათ: თქვენ მათთვის ხართ მოასაწყენი, რომ ზედმეტად აწუხებთ, რომ არ დაგიმსახურებიათ მათ გვერდით ყოფნა… შეგრცხვებათ და მოგერიდებათ დარეკვისაც კი, მითუმეტეს სტუმრობა. თქვენ ფიქრობთ: ასეთ კარგ ადამიანს, რა უნდა შესთავაზო, რა შეგიძლია მისცე…
აქ დგება მოქმედებების დრო, აკეთებ არჩევნს. იღებ გადაწყვეტილებას – გაიზრდო ახალ გაემოში და იარო წინ შენი მიზნისკენ თუ დარჩე ისევ „ტოქსიკურ“ გარემოში და იყო მსხვერპლის როლში, სოცოცხლის ბოლომდე.
დაიმახსოვრეთ, წარმატება ადვილი არა არის. ყველა მიზნის განხორციელებას სჭირდება ის გარემოცვა და გუნდი, რომლისგან მიიღებთ ენერგიას გამარჯვებებისთვის. ყველაზე რთულია გადადგა პირველი ნაბიჯი. კიდევ უფრო რთულია, თავი შეკავო, იქ სადაც მიხვედი. ხოლო შემდეგ, გადადგა კიდევ მეორე ნაბიჯი, მესამე….
გამარჯვებები გულისხმობს, იმ კომფორტის ზონიდან გამოსვლას, სადაც ამჟამად იმყოფებით.
კომფორტიდან გამოსვლით და მიღწეულით ისევ ხვდები, უკვე მაღალი დონის კომფორტის ზონაში და ახალი მიზანი მოიაზრებს ისევ თავიდან დაიწყო ზონიდან გამოსვლა…
ეს ეხება ცხოვრების ნებისმიერ სფეროს, მათ შორის, ქალის თვითშეფასების ამაღლებასაც.
სამყაროში, პიროვნული ზრდის უწყვეტი პროცესი, გადაიქცევა ცხოვრებისეული დანიშნულების განხორციელების ფორმად.
წყარო:https://zrda.wordpress.com/