გულწრფელობა ის გასაღებია, რომელიც ახალ სამყაროში გაგიხსნით კარს. სამყაროში, სადაც ბევრ ახალ რამეს აღმოაჩენთ. ნელ-ნელა უნდა მოიშოროთ ის ნიღაბი, რომელსაც ყოველდღე ატარებთ ხალხთან ურთიერთობისას.
***
ნუ განსჯი კაცს სხვისი მონათხრობით.
***
საკუთარი თავის შეცნობის გარეშე ადამიანი ვერ გათავისუფლდება, ვერ იქნება საკუთარი თავის მმართველი (ანუ თავის-უფალი) და სამუდამოდ მონად დარჩება.
***
შემეცნების ერთგულება თავისუფლებაა, გრძნობების ერთგულება სისუსტე, სხეულის ერთგულება კი სისულელე. შემეცნების იმედად ყოფნა ძალაა, გძნობების იმედი მონობა, სხეულის იმედი კი ავადმყოფობა.
***
გახსოვდეს, როდესაც სხვებს ეხმარები შენც მიიღებ დახმარებას, შესაძლოა ხვალ, შესაძლოა ას წელიწადში, მაგრამ მაინც მიიღებ დახმარებას, ბუნებამ უნდა გადაიხადოს ეს ვალი. ეს მათემატიკური კანონია და მთელი ცხოვრება მათემატიკაა.
***
ჩვენ ყველას ორი ცხოვრება გვაქვს – შინაგანი და გარეგანი. ჩვენი შინაგანი ქმედება და გარეგანი ქმედება სხვადასხვაა. ჩვენ ასე თუ ისე ვფლობთ გარეგნულ ქმედებებს და საერთოდ ვერ ვფლობთ შინაგანს. თუკი ადამიანს გარეგნულ გამოვლინებეში ხარვეზები აქვს, ეს უნდა შეცვალოს – ცუდად აღზრდილმა კარგი აღზრდა უნდა მიიღოს. მაგრამ თუკი საკუთარი თავის ფლობა გვინდა ვისწავლოთ, უნდა ვისწავლოთ შინაგანი ქცევის მართვა. ჩვენ ორივე მათგანის ცალ-ცალკე დაუფლება უნდა ვისწავლოთ.
გიორგი გურჯიევი