fbpx

გურამ პეტრიაშვილის “გოგონა და ოქროს თევზი” 3D ანიმაციურ ფილმად გადაიქცევა

ავტორი ნინო გონგაძე
59 ნახვა

გურამ პეტრიაშვილის ზღაპარს “გოგონა და ოქროს თევზი”, რომელიც მათ საოცარ მეგობრობაზე მოგვითხრობს “Halfpace Studio”  მოკლემეტრაჟიან  3D ანიმაციურ ფილმად გადააქცევს.

ათ წუთიანი ანიმაციური ფილმი გასართობთან ერთად შემეცნებით დატვირთვასაც შეიძენს. მასში არ იქნება დიალოგები, იგი მთლიანად ემოციებზე იქნება დაფუძვნებული, შესაბამისად, მისი აღქმა ერთნაირად მარტივი იქნება ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის. 

როგორც წინასწარ ვარაუდობენ, მაღალი ხარისხის სტანდარტებზე დამზადებულ ანიმაციურ ფილმს უდიდესი პოტენციალი ექნება გავიდეს ისეთი ქვეყნების ფესტივალებზე, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ.

ანიმაციურ ფილმზე მუშაობენ: ლევან ლაფაჩი (პროდიუსერი, პროექტის ხელმძღვანელი), ანუკა ბარათაშვილი (მხატვარი), ირაკლი ღარიბაშვილი (არტ დირექტორი, ანიმატორი).

პროექტის ხელმძღვანელის თქმით, სამუშაო ეტაპებიდან გამომდინარე, გუნდი გაიზრდება და მასში იქნებიან სამ განზომილებიანი მოდელერები, რიგერები, ანიმატორები, განათების და რენდერის არტისტები და პოსტ პროდაქშენის არტისტები.

ფილმის გამოსვლის თარიღი, ჯერ-ჯერობით, უცნობია. გუნდი სექტემბერში თიზერის გამოშვებასთან ერთად გეგმავს დაფინანსების კამპანიის დაწყებასა და ინფორმაციის შემოწირულობების საიტებზე განთავსებას, რადგან პროექტის ხემლძღვანელებს საქართველოში დამფინანსებლის მოძებნა გაუჭირდათ.

ლევან ლაფაჩი: დაფინანსებას რაც შეეხება ამ ეტაპზე მთლიანად “ქრაუდ ფანდინგის” იმედი გვაქვს, რადგანაც ამ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოში არ მოიძებნა ის ადამიანი, ვინც მცირე რესურსის ჩადებით ამ სფეროს ასეულობით მილიონიან შემოსავლად აქცევდა, რომელიც ქვეყნისა და მისი ეკონომიკისთვის უდიდესი პლიუსი იქნებოდა. თუმცა, თუ ამ ეტაპზე მაინც გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენი დახმარების სურვილს გამოთქვამს, მასთან სიამოვნებით გავივლით ფინანსურ დეტალებს და დავანახებთ ამ სფეროს მნიშვნელობას.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment