„აბსოლუტური ნიუ იორკი“ დეფის პოეზიის მეთერთმეტე კრებულია. წიგნი 2011/2015 წლის ლექსებს მოიცავს.
წიგნის კონცეფცია მთლიანად ნიუ იორკზეა აგებული და ავტორის, მწერალთა ამერიკული საზოგადოება „ლედიგ ჰაუს“-ში ცხოვრების პერიოდს ეხება, სადაც ის ამერიკული პენ მსოფლიო ხმათა ფესტივალის მიერ იქნა მიწვეული სალმან რუშდის და დი დაბლ იუ გიბსონის მიერ და მანჰეტენზე, მსოფლიო პოეზიის დარბაზში, დავით დეფის, იუზეფ კომუნიაკას და ლორი ანდერსონის, ერთობლივი ცოცხალი წარმოდგენა გაიმართა.
ესაა ღია წიგნი. აზრები თუ სიმბოლოები, ტექსტში სპირიტუალური გამჭვირვალებით იკვრება.
წიგნი კითხვას სვამს – შეუძლია თუ არა პოეტს, დღევანდელ სამყაროში იყოს ადამიანთა ურთიერთობებისა და მისწრაფებების მკვლევარიც, ვინც პირდაპირ გვაჩვენებს იდეალიზმის ყველა თვისებას, შეუძლია თუ არა პოეტს იყოს საიდუმლოებების ოსტატი, საკუთარ გმირებში გაუჩინარებული მისტერიების მეფე.