fbpx

დავით დეფი გუშინდელ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ავტორი ჟოლო
28 ნახვა

„მეგობრებო ახლა ყველაფერი რიგზეა და გუშინაც ღამით ყველაფერი რიგზე იყო“ – ამბობს დავით დეფი და იმ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც დეფის თავს დაესხნენ, შემდეგ განცხადებას აკეთებს.

დავით დეფი: „მოძალადე ლაჩარს, ვინც გუშინ ღამით, ზურგიდან, მე და ჩემს ცოლს თავს დაგვესხა, საკადრისი პასუხი გავეცი. გარწმუნებთ, ის რაც მას დავმართე მთელი ცხოვრება ემახსოვრება. ახლა ოდნავ ფეხი მტკივა და ვცდილობ ჩემი ქეთი დავამშვიდო.

სამარცხვინო კი ისაა, რომ გამვლელები ამას ჩვეულებრივი გულცივობით უყურებდნენ და როცა ჩემი ატირებული და თითქმის გულწასული ცოლი, მათ პატრულის გამოძახებას სთხოვდა, ერთხმად პასუხობდნენ კაი ასე ნუ ასერიოზულებო.

მოძალადე, ჩემზე ასე დაგეშილი არაკაცი გაიქცა. თან მობილურზე რეკავდა.

სახლში ასვლისთანავე თავს მივხედე და ცოლს. აფექტურ მდგომარეობაში მყოფს პატრულის გამოძახების არც დრო და არც თავი არ მქონდა.

როცა ზურგიდან ის წიხლებით შემდგა, პატრული, მაღაზიაში მომუშავე პერსონალს უნდა გამოეძახა, ასევე სხვა იქმყოფ ადამიანებს, გამვლელებს, სეირის გულგრილად მაყურებლებს, ხეებს ამოფარებულ მომცინავებს და ა.შ. მაგრამ მათ ასე არ ქნეს.

მე თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე მინდა ვიყო და არა უსახო და მხდალი ჯოგის ცოცხალი ლეში. ქვეყანაში შექმნილი შიზოფრენიული ფონის შედეგი, სწორედ გუშინდელი ღამეა, რომელიც ჩემთვის სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს და მალე ასე იქნება ყველასთვის“.

დ ♔ სიახLOVE

მსგავსი სტატიები

Leave a Comment