63
მისი მუსიკა მაბედნიერებს და ამავდროულად სევდას მგვრის… ძალიან ბევრჯერ მიტირია, მიქვითინია კიდეც… აი, რომ ვერ ჩერდები და თან რომ გეუხერხულება ვინმემ არ დაგინახოს… მენატრება სულ, მაშინაც კი როცა თბილისშია… მიყვარს ძალიან, მეამაყება და ხანდახან მეშინია… დღემდე ფეხზე ვდგები, როცა მირეკავს… 🙂 მინდა, რომ ჯანმრთელად იყოს და სულ ჩვენთან იყოს… და კიდევ ძალიან ბევრი საოცარი ბგერა გვაჩუქოს… დღეს მისი დღეა, მთელი საქართველოს და ჩვენი დღეა. დღეს გია ყანჩელი დაიბადა!!!
ნინო ნახუცრიშვილი