ზაფხული და კვლავ ისტერპრომოუშენის მიერ მოწყობილი სასიამოვნო და სასარგებლო სიურპრიზი ჯაზის მოყვარულებს. მსოფლიო ვარსკვლავები შავი ზღვის სანაპიროზე და მათ შორის ლეგენდარული ელ ჯერო, რომელიც წელს ფესტივალს გახსნის. თანადაფინანსების შეწყვეტის მიუხედავად გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულებს, როგორც ყოველთვის, წელსაც ძალიან მაგარი ივლისი ელით, ჰაიკლასის მუსიკოსებით. თუმცა ძველებურად 5-6 სცენის ნაცვლად მხოლოდ ერთი სცენა იქნება ქალაქში, ვერც უფასო კონცერტს წააწყდებით ვერსად და ვერც ქუჩებში მოსიარიულე მუსიკოსები გაგართობენ. არადა ორგანიზატორებს სხვა ჩანაფიქრი ჰქონდათ.
კახი კანდელაკი: „ახლა მხოლოდ ერთი კომერციული სცენა გვაქვს და კლუბი TAKE FIVE. წლევანდელი ფესტივალი წესით ბევრად უფრო მასშტაბური უნდა ყოფილიყო, ვიდრე შარშან, მაგრამ კულტურის სამინისტროდან თანადაფინანსება შეუწყდა და ამიტომ უფრო ნაკლებს ვაკეთებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხარისხს ვიცავთ. ჰაიკლასის მუსიკოსები ჩამოგვყავს, მაგრამ შვიდდღიანის ნაცვლად ოთხდღიანია და 20-25 ჯგუფის ნაცვლად 6 ჯგუფი გამოგვყავს… მსოფლიო პრაქტიკა კი ამგვარია, რაც უფრო მეტ ფულს ჩადებს სახელმწიფო, უფრო მეტ თანხას ამოიღებს…. ერთი სასიამოვნო ინფორმაცია ის არის, რომ აჭარის მთავრობა დაგვიდგა მხარში, ბათუმის მერია და კულტურის სამინისტრო. მაქსიმალურს აკეთებენ. ადგილობრივებმა უფრო იციან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმისთვის და აჭარისთვის ეს ფესტივალი.
ტრადიციად ქცეული Black sea jazz Festival-ი 18 დან 21 ივლისის ჩათვლით გაიმართება…
კონცერტები ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. კლუბ TAKE FIVE -ში, კონცერტების დასრულების შემდეგ, საღამოს გააგრძელებს BIG JOHN & Vienna Soul Society. 21 ივლისს კი, ფესტივალს La Rochelle Band-ი დახურავს. ბილეთების ყიდვა 5 ივნისიდან, ფილარმონიის სალაროებში და ვებ-ვერდზე: BILETEBI.GE- ში არის შესაძლებელი.
18 ივლისი – AL JARREAU;
19 ივლისი – MIKE STERN / VICTOR WOOTEN BAND;
20 ივლისი – CARMEN SOUZA QUARTET;
21 ივლისი – JOSE JAMES.