fbpx

„ ვინც ხმამაღლა აცხადებს რომ ვერ იტანს მატყუარებს, ის ყველაზე დიდი მატყუარაა“…

ავტორი ჟოლო
64 ნახვა

…როცა ითხოვ გითხრან სიმართლე, ამ სიმართლის წარბის შეუხრელად მიღებაც უნდა შეგეძლოს 🙂

მშობლებისადმი ნდობა სწორედ მაშინ იბზარება, როცა ისინი ითხოვენ ბავშვისაგან სიმართლეს და შემდეგ ამ სიმართისათვის სჯიან, ისტერიკას უწყობენ, კვირაობით იბუტებიან….

ცოლ-ქმარს შორის ურთიერთბაც სწორედ ამ მომენტიდან შეილახება ხოლმე, როცა სიმართლეს კი ვითხოვთ, მაგრამ გვინდა “ის სიმართლე” გვითხრან, რომელიც ჩვენ გვესიამოვნება 🙂

საკუთარ თავთანაც არ არის მარტივი…. ჩვენ სულ ვიტყუებთ თავს, რომ ან “ძალიან ცუდები და უმაქნისები ვართ” – და ეს იმისათვის, რომ გავამართოთ წარსულის შეცდომები და მომავალზე პასუხისმგებლობა მოვიხსნათ…
ან “ძალიან კარგები ვართ და რაც მთავარია ყველაფერში მართლები”  

p.s1.
ვინც ხმამაღლა აცხადებს რომ ვერ იტანს მატყუარებს, ის ყველაზე დიდი მატყუარაა…ოღონდ ჯერ ეს სიმართლე საკუთარ თავში არ შეუმჩნევია…

p.s.2
დღე მშვიდობისა და სიმართლის მიმღებლობისა თქვენ 😁😁

მსგავსი სტატიები

Leave a Comment