fbpx

თამარ საგინაშვილი: „მთავარია, თქვენ დაუშვათ, რომ ეს – შესაძლებელია“!

ავტორი ჟოლო
135 ნახვა

„გახდით ამ გარემოცვის წევრი და დაიძარით იმ მომავლისკენ, რომელზეც ოცნებობდით, ან ვერც კი ბედავდით ოცნებას“ – ეს თამარ საგინაშვილის სიტყვებია, კოუჩის, რომელმაც წარუმატებლობიდან წარმატებისკენ უკვე ბევრის ცხოვრება შეცვალა. 

 

ირმა არჩვაძე, მხატვარი: „ბევრი მეკითხება, როგორ შეგიძლია ასეთი სიმშვიდის შენარჩუნება? რომ არა ეს ტრენინგები ვერც ასეთი მშვიდი ვიქნებოდი და ვერც ასეთი წარმატებული.

თუ შენი თავის არ გჯერა არაფერში ვარგიხარ, თუ გჯერა ყველგან და ყველაფერში კარგი ხარ. უკეთესი ვარ, როგორც დედა, როგორც მხატვარი, როგორც პედაგოგი…– ეს თამარ საგინაშვილის და ქეთი ჩიქოვანის დამსახურებაა“. 

 

 

ინგა ედილაშვილი: თამართან გავლილი ტრენინგების შედეგად უზარმაზარი პიროვნული ზრდა განვიცადე, ათი თვის განმავლობაში საოცარი ტრანსფორმაცია და ენერგეტიკულ გასუფთავების პროცესში ვიყავი. მოვხვდი უსაყვარლესი პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში რაც ძალიან დამეხმარა. სიცოცხლის ხალისისა და სიყვარულის განცდით ვარ გამსჭვალული და მადლიერების უზარმაზარი გრძნობით! მადლობა თამარს ყველაფრისათვის!!! ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს თავიდან დავიბადე”!

 

 

23 აპრილიდან თამარ საგინაშვილი ახალ ერთწლიან კურსს იწყებს „საკუთარი ცხოვრების მოდელიორი“.  კურსი ოთხი სამთვიანი მოდულისგან შედგება და ამიტომ ცხოვრების თითქმის ყველა ძირითად სფეროს მოიცავს.   

თამარ საგინაშვილი:  ს, რაც შეუძლია თუნდაც ერთ ადამიანს, შეგიძლიათ თქვენც.

რას გააკეთებდით რომ არა კრიზისი, რომ არა მოწუწუწნე გარემოცვა, რომელიც ყველა თქვენს ინიციატივას ჩანასახშივე კლავს,
რომ არა შინაგანი შიშები და წინააღმდეგობები,
რომ არა ლარის კურსი და დოლარის ზევით-ქვევით ხტუნვა, 
რომ არა …. 
კიდევ მინიმუმ 1000 მიზეზი. 
რას გააკეთებდით, რომ არა ეს ყველაფერი? 
ის, რაც თავში მოგოვიდათ, ნამდვილად შესაძლებელია! მთავარია, თქვენ დაუშვათ, რომ ეს – შესაძლებელია! 
და იმისათვის, რომ დაუშვათ, ჯერ საკუთარი თავის უნდა ირწმუნოთ. ეს კი ძალიან ადვილია ისეთ გარემოში, სადაც შენი სჯერათ და მხარს გიჭერენ. 
ერთადერთი, რაც რთულია, ეს არის ასეთი გარემოცვის პოვნა. და თქვენ იმ ერთეულებბს შორის ხართ, ვისაც სამყარომ მისცა შანსი, გახდეს ასეთი გარემოცვის წევრი. 
შემოგვიერთდით ტრენინგზე. აქ გარდა ინფორმაციისა და შედეგებისა, გარემოც ექსკლუზიურია იმ მხრივ, რომ ყველა მხარს უჭერს ყველას. ასეთი გარემოცვა კი წარმატების 50 პროცენტია.

 

გახდით ამ გარემოცვის წევრი და დაიძარით იმ მომავლისკენ, რომელზეც ოცნებობდით. ან ვერც კი ბედავდით ოცნებას:)))                                        

მსგავსი სტატიები

Leave a Comment