fbpx

„თუ არასწორად დათესავ, არასწორად მოიმკი“…

ავტორი ჟოლო
97 ნახვა

რელიგია და სარწმუნოება სანახაობად გადაიქცა.
მორალი მხოლოდ თეორიულად არის გამეფებული.
ყველა ერთმანეთს ჭკუას ასწავლის, ყველა ერთმანეთს ერჩის, დასცინის და აკრიტიკებს.

დედამიწაზე ამპარტავნება მეფობს.

სიბერე და სიკვდილი არ აფიქრებს, არ აშინებს ადამიანს.

დროებითობა ვერ გაუანალიზებია ადამიანს, ძველ ტკივილს ადვილად ივიწყებს და ცდილობს, ახალ ტკივილი იპოვოს ისე, რომ ვერც ხვდება რას ჩადის.

ზოგს შეუძლია ურთიერთობა ქონდეს მატყუარა, მისთვის საშიშ ადამიანთან, იმის გამო, რომ მისგან რაღაცას მოელის. ადამიანს, ანგარება უბრმავებს სულს.

სანამ შენში სინდისი, ნამუსი, სითბო და სიყვარული არ აღდგება ვერაფერი გადაგარჩენს.

შენ გინდა მშვიდად იყო, ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული. რას აკეთებ ამისთვის? – არაფერს.

სხვის დასანახად ბედნიერება, წარმატება და სიხარული დაავადებაა სულისა.

ღმერთმა სიცოცხლე მოგცა, დანაჩენს შენ განაგებ.

თუ არასწორად დათესავ, არასწორად მოიმკი.

სიკეთეს თუ ვერ დაინახავ დაიტანჯები.

სიკეთისთვის თუ მადლბას მოითხოვ, დაიტანჯები.

საიდუმლოა შენი ცხოვრება და არსებობა ამ სამყაროში.
თუ სული სიყვარულით არა გაქვს სავსე, თუ ადამიანს ტკივილი მიაყენე, მაშინ შენ დაარღვიე კანონი უზენაესის.

აგრესიულ, დაბოღმილ და გულღრძო ადამიანს საკუთარი თავი სააშკარაოზე გამოაქვს, ის არ ცხოვრობს, ის მხოლოდ წამიერი სიხარულით არსებობს.

გაუფრთხილდი წარსულს, გაუფრთხილდი მომავალს, გაუფრთხილდი სხვას, გაუფრთხილდი საკუთარ თავს.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment