fbpx

“თუ შეგიძლია დარდის გადატანა ისე, რომ მის მონად არ დარჩე”

ავტორი ჟოლო
1.9K ნახვა

💫”… ნუ მელაპარაკები შენს მაღალ სულიერებაზე მეგობარო. მე ეს არც ისე მაინტერესებს….

ძალიან გთხოვ, არ მელაპარაკო  “სუფთა გაცნობიერებულობაზე” ან  “აბსოლუტში არსებობაზე”…

💫უბრალოდ, მაჩვენე როგორ ექცევი შენს მეუღლეს, შენს შვილებს, მშობლებს, როგორ ეპყრობი შენს ძვირფას სხეულს.

გთხოვ, ნუ წამიკითხავ ლექციას “მე”-ს ილუზორულობაზე, ან როგორ მიაღწიე გასხივოსნებას 7 დღეში…

💫უბრალოდ, მაგრძნობინე ცხოველსმყოფელი ცეცხლი, შენი გულიდან მომდინარე.

 მინდა ვიცოდე, შეგიძლია თუ არა მოსმენა.

იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც შენს პირად ფილოსოფიასთან არ მოდის თანხვედრაში.

მაჩვენე, როგორ ურთიერთობ ადამიანებთან, რომლებიც არ გეთანხმებიან…

💫ნუ მეუბნები, რომ გაცნობიერდი და “ეგო”-სგან გათავისუფლდი. მინდა შეგიცნო სიტყვების გარეშე…

💫მაინტერსებს, როგორი ხარ, როდესაც უსიამოვნებები გატყდება თავს…

 რამდენად შეგიძლია ტკივილის არსის შეცნობა და “დაუმარცხებლის” ნიღბის გარეშე არსებობა.

💫თუ არ ძალადობ, როდესაც განრისხებული ხარ.

💫თუ შეგიძლია დარდის გადატანა ისე, რომ მის მონად არ დარჩე.

💫თუ შეგიძლია საკუთარი სირცხვილის განცდა ისე, რომ სხვებიც არ “დასვარო”, დაუშვა შეცდომა და აღიარო ის.

💫თუ შეგიძლია თქვა- ” მაპატიე” და სინამდვილეშიც იგრძნო პატიების სურვილი.

💫თუ შეგიძლია იყო ადამიანი და ამავე დროს- არ დაივიწყო შენი ღვთაებრივი არსი…

💫ნუ მელაპარაკები შენს მაღალ სულიერებაზე მეგობარო. მე ეს არც ისე მაინტერესებს…. მე მინდა უბრალოდ შეგხვდე და ვიგრძნო შენი ძვირფასი გულის ცხოველსმყოფელი ცეცხლი.

გავიცნო შესანიშნავი ადამიანი, რომელიც მიისწრაფის სინათლისკენ…”

ტექსტის ავტორი- უცნობია. ჩემგან კი დავამატებდი-

მაღალი სულიერება არ ნიშნავს უფრო მეტის ცოდნას.

ეს ნიშნავს- უფრო მეტ სიყვარულის უნარს ❤

მოამზადა დაჯი მამულაშვილმა ❤

მსგავსი სტატიები

Leave a Comment