fbpx

თუ წარმატება გსურთ …

ავტორი ჟოლო
46 ნახვა

..ადამიანებში გაჩენილი სტერეოტიპები გამდიდრება – გაღატაკების თაობაზე, სწორედ იქიდან ყალიბდება, თუ რა ინფორმაციასთან აქვთ წვდომა ამ ადამიანებს 🙂

მაგ: ზუსტად ვიცი ძალიან ბევრი ისტორია გეცოდინებათ, როგორ ისესხეს და ჩადეს ფული ვიღაცეებმა რაღაც საქმეებში და მერე როგორ გაღატაკდნენ და ვალებში აღმოჩნდნენ…

და როგორ გარისკეს და “გაუმართლათ“- ეს ისტორიები უფრო ცოტაა ან არა და , თქვენს ნდობას არ იმსახურებს და “ეგრე არ იქნებოდა” – გადგებათ ენაზე 🙂

იმიტომ რომ…
წარმატებულ ადამიანებს არ ცალიათ ჩამოსადგომად და თავიანთ ისტორიების სათხრობად….. თქვენ თავად უნდა მოიძიოთ წიგნებში თუ ონლაინ სივრცეში მათი ისტორიები…
ისინი არც მტკიცებას დაგიწყებენ – გინდა დაიჯერე, გინდა არა…

მაგრამ წარუმატებლებს გაცილებით მეტი დრო აქვთ სასაუბროდ და მოსაყოლად… და ამიტომაც უხვად უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ადამიანებს და თანაც მათი მცდელობა დაგაჯერონ, რომ არც შენ გამოგივა, სადღაც საკუთარი დამარცხების გამართლებაში ეხმარებათ…”განა კონკრეტულად მას არ გამოუვიდა? – უბრალოდ ქვეყანა ასე უკუღმაა მოწყობილი”…
—————————————————————————–

თუ თქვენ გინდათ წარუმატებლობა, მაშინ ეს “ვინ რას მოგცემს”. და „ეგრე სადაა” პროგრამები, ნამდვილად მიგიყვანთ მიზნამდე…

და თუ წარმატება გსურთ, მოუსმინეთ მათ, ვისაც ეს გამოუვიდა.

როგორ?
აიღეთ დღეიდან და წესად გაიხადეთ დღეში 10 წუთი დაუთმეთ ინტერნეტში ადამიანების წარმატების ისტორიების გაცნობას….

როცა თქვენს გონებაში წარმატების ისტორია მეტი იქნება ვიდრე კრახის, თქვენი ცხოვრება თავისით დაიწყებს შეცვლას.

წარმატებები

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment