fbpx

ისინი ინდოეთიდან საქართველოს სიცილში იწვევენ! რა ხდება 3 მაისს თბილისში?(ვიდეო)

ავტორი ჟოლო
24 ნახვა

3 მაისს, მსოფლიო სიცილის დღეა. ამ დიდ მხიარულებას წელს საქართველოც შეუერთდება. 3 მაისს, წამოიყვანეთ სიცილის კარნავალზე თქვენი მეგობრები, ოჯახი, შვილები და გაავრცელეთ პოზიტივი.
ამ დღეს გელით უამრავი გასართობი და სიურპრიზი. რუსთაველის გამზირზე შეგეძლებათ სიცილის სანაცვლოდ შეიძინოთ ტკბილეული და საკარნავალო ატრიბუტები.
საქართველოში, სპეციალურად სიცილის დღისთვის ინდოეთიდან ჩამოდის ,,სიცილით მკურნალი” ბატონი მაგნო შავდია.
უკვე მეცნიერულადაც დამტკიცებულია, რომ სიცილი კურნავს უამრავ დაავადებას. არის შემთხვევები, რომ ადამიანები კიბოსგანაც კი განკურნებულან სიცილის თერაპიით. ამ დღეს თქვენ შეძლებთ ჩაერთოთ მასობრივ ზეიმში, დაივიწყოთ წუხული და ტკივილი, დაიმუხტოთ დადებითი ენერგიებით, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ.
გარდა ამისა, ინტერნეტში გავრცელდა სიცილით გამოწვევების სერია. ადამიანები, ქვეყნები, კომპანიები ერთმანეთს იწვევენ სიცილში და მოუწოდებენ სხვებს სიცილის საერთაშორისო ფესტივალში ჩართვისკენ.
ამ ვიდეოში ნახავთ გამოწვევას, რომელიც საქართველომ ინდოეთიდან მიიღო.

 

წყარო:http://aww.ge/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment