58
ყველაზე რეალური დიეტა- დიდხანს ძილი და გახდომაა! არასრულფასოვანი ძილი ჩვენს ორგანიზმში არღვევს მეტაბოლიზმს და სწორედ ამიტომ სხეული ზედმეტ კილოგრამებს კრეფს- ეს უკვე გამოკვლევებით არის დამტკიცებული.
გაიუმჯობესეთ ძილი და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე გახდებით ტანადი. მთავარია- შეიყვაროთ ძილი. დღეში არანაკლებ რვა საათი უნდა გეძინოთ. ვისაც ცოტა ხანს სძინავს, შესაბამისად, ენერგიის ნაკლებობას საკვებით ინაზღაურებს.
გარდა ამისა, გამოუძინებელი ადამიანი, როგორც წესი, საკვებს არ არჩევს და რაც ხელთ მოჰყვება, იმით იკვებება. აქედან გასუქებამდე კი სულ მცირე მანძილია.