106
კოსმოსში საგანგებოდ შერჩეული მასალა გაიგზავნა. დედამიწის ბუნებრივი ხმების ჩანაწერები, ერთ წინადადებიანი მისალმება 55 ენაზე, საერთო ხანგრძლივობის კლასიკური და ხალხური მუსიკის ფრაგმენტები და მათ შორის ქართული სიმღერაც ჩაკრულო.
ანზორ ერქომაიშვილი: „მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს ამერიკაში, როგორმე მოეძებნათ ჩაკრულოს ჩანაწერი და ეს შეასრულა ბატონმა კარლ ლინიკმა, მოიძია ეს ჩანაწერი და გამოაგზავნა. აღმოჩნდა რომ ჩაკრულოს ასრულებს ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ანზორ კავსაძის ხელმძღვანელობით სოლისტები გახლავთ აწ განსვენებული ილია ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი“.