fbpx

ლონდონის პრესტიჟული სასტუმროს – The Ritz-ის მენიუში კიდევ ერთი ქართული ღვინო მოხვდა

ავტორი ნინო გონგაძე
22 ნახვა

ლონდონში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროში The Ritz London-ში კიდევ ერთი ქართული ღვინის კომპანია შევიდა. „იაგოს ღვინის“ შემდეგ სასტუმროს მენიუს კომპანია Lagvinari-ს წარმოებული ქართული ღვინო დაემატა.
კომპანიის დამფუძნებელი ერეკლე ღლონტი აცხადებს,რომ 5-ვარსკვლავიან The Ritz London-ში ორი სახეობის ღვინო შევიდა: 2011 წლის საფერავი და 2013 წლის ციცქა.

„The Ritz London-ის მთავარი სომელიე ჩემს ღვინოებს სხვა სასტუმროებში მუშაობის პერიოდში ყიდულობდა. შემდეგ გაწყდა კავშირი, რადგან ამ ადამიანმა სამსახური შეიცვალა. ახლახანს შევეხმიანეთ ერთმანეთს, ვუთხარი, რომ ახალი ღვინოები მაქვს და გავასინჯე. შემდეგ გარკვეული პერიოდი დასჭირდა იმას, რომ მენიუში ჩაესვათ ღვინო და უკვე რამდენიმე თვეა იყიდება“,- აცხადებს ერეკლე ღლონტი.

მისივე თქმით, The Ritz London-ი ერთადერთი მაღალი კლასისი რესტორანი არ არის, რომელშიც „ლაგვინარის“ ღვინოები იყიდება. ერეკლე ღლონტის ინფორმაციით, მის მიერ წარმოებული ღვინო მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნებშის მენიუშიცაა.

კომპანია „ლაგვინარს“ საკუთარი ვენახები არ აქვს, ისინი ყურძენს მცირე ფერმერებისგან ყიდულობენ. თუმცა, მეღვინე აცხადებს, რომ მიწების შესყიდვა და ვენახების გაშენება გეგმაში აქვთ.

რაც შეეხება „იაგოს ღვინოს“, რომელიც The Ritz London-ში მიმდინარე წლის იანვრიდან შევიდა, კომპანიის ხელმძღვანელი იაგო ბიტარიშვილი აცხადებს, რომ ქართულ ღვინოზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება.

„თავიდან შეიტანეს 2013 წლის გამოშვებული ღვინო და იმდენად სწრაფად გაიყიდა, რომ ახლა 2014 წლისას ყიდიან“,- აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

წყარო: Buziness CONTRACT

მსგავსი სტატიები

Leave a Comment