fbpx

მავნე და სასარგებლო პროდუქტები

ავტორი ჟოლო
82 ნახვა

ყველასთვის კარგადაა ცნობილი რომ ჯანსაღ კვების რაციონს ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორ განასხვავებთ მავნე და სასარგებლო პროდუქტებს ერთმანეთისგან?

მათი კლასიფიკაცია მარტივია: ყველაფერი რასაც ბუნება გვაძლევს: ბოსტნეული, ხილი, ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, მარცვლეული, მწვანილი – სასარგებლოა. ხოლო, ის რაც ქიმიური გადამუშავების შედეგად მზადდება: ნახევარფაბრიკატები, სწრაფი კვების ობიექტების პროდუქტები და ა.შ. არაა მიზანშეწონილი რეგულარული გამოყენებისთვის.

არასრულფასოვანი კვების დროს შეიძლება განვითარდეს უამრავი დაავადება: სიმსუქნე, წყლულები, გასტრიტი, სისხლძარღვების დაავადებები. თუ არასწორად იკვებებით, ეს შედეგს ამოუცილებლად მოიტანს, ამიტომ აუცილებლად გადახედეთ თქვენი კვების რაციონს.

სასარგებლო პროდუქტებიდან შეგვიძლია რამდენიმე მათგანი გამოვყოთ:

ბროკოლი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არც ისე პოპულარულია. თუმცა, საზღვარგარეთ ის ადამიანების ყოველდღიურ რაციონში შედის. ის მდიდარია ცილებით, პალიუმით, კალციუმით და სხვადასხვა მინერალებით, რომლებიც ხელს უშლიან გულის დაავადებების, დიაბეტის და კიბოს გაჩენას. ბროკოლი შეიცავს ანტიოქსიდანტურ ბეტა კაროტინს.

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია სტაფილოც, რომელიც მდიდარია კაროტინით და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ხახვი და ნიორი აძლიერებს ორგანიზმს და სხვადასხვა სახის ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.

კალიუმის შემცველი კარტოფილი ორგანიზმიდან ზედმეტი მარილის გამოდევნას უწყობს ხელს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. თუმცა, გააჩნია, როგორაა ის მომზადებული. კარტოფილის ჩიფსები და ფრი მავნე პროდუქტების სიაში შეიტანეთ.

დღეს იმაზეც დაობენ, კვერცხი სასარგებლოა თუ ქოლესტერინის შემცველი. შეგიძლიათ ის მშვიდად მიირთვათ. მასში უამრავი ცილა და ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებაა. ის შეიცავს 12 სახის ვიტამინებს და მინერალებს. ამიტომ რეკომენდირებულია ვარჯიშის და დიეტის დროს. ის შემწვარიც და მოხარშულიც ინარჩუნებს თავის თვისებებს.

აუცილებლად შეიტანეთ კვებით რაციონში ორაგული, კალმახი და სხვა ცხიმიანი თევზი. ასეთი პროდუქტები ნივთიერებათა ცვლისთვის და ნერვული სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა.

რა თქმა უნდა, არც სალათი დაგავიწყდეთ. ის ნაკლებად კალორიულია და ზაფხულის ცხელ დღეებში გემრიელად დაგანაყრებთ.

წყარო: http://oxford-med.ge/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment