fbpx

მამაკაცით აღფრთოვანება

ავტორი ჟოლო
54 ნახვა

ძალიან ხშირად ვუსვამდი საკუთარ თავს კითხვას: რატომ აქვთ გარკვეულ ოჯახურ წყვილებს ბედნიერი ურთიერთობები, იმ დროს როდესაც სხვები განიცდიან იმედგაცუებას და იტანჯებიან?

რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთ ქალს, ქმრები უამრავ საჩუქრებს და ყვავილებს ჩუქნის, მაშინაც კი როცა ქორწინებაში დიდი ხანია იმყოფებიან, ხოლო სხვები ყვავილების გარეშე ტოვებენ ცოლს, სულ მცირე, დაბადების დღეზე?

რა ისეთი, ცოდნა და უნარები აქვთ ქალებს რომელებიც ბედნიერები არიან ქორწინებაში?

ყველა ქალი ოცნებობს ჰქონდეს ბედნიერი ოჯახი. უმრავლესობა ჩვენთაგანს მიგვიღია რჩევები დედისგან და ბებიებისგან, რომ უნდა იყო შენი კაცით აღფრთოვენებული, რათა მან გამოხატოს მეტი სიყვარული და ზრუნვა. მხოლოდ, საყვარელი მამაკაცით გულწრფელ აღფრთოვანებას, შეუძლია გამოიწვიოს მასში უძლირესი დამოკიდებულება და ღრმა სიყვარული.

აღფრთოვანდით და კიდევ ერთხელ, აღფრთოვანდით თქვენი მამაკაცით, ეს გაქცევთ უბედნიერეს ქალად. რამდენად, მეტად გამოავლენთ აღფრთოვანებას, მით მეტად გამოავლენს ის სიყვარულს თქვენს მიმართ!

ოჯახურ ურთიერთობებში ქალისთვის მთავარია იყოს საყვარელ ქმართან.

კაცისთვის – ხედავდეს თავისი ცოლის გაბრწყინებულ თავლებს

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, აღფრთოვანდე შენი მამაკაცით?

ყველა მამაკაცს ბავშვობიდან ენერგებოდა მისით აღფრთოვანების მოთხოვნილება. ბავშვობაში მათ ძალიან იზიდავდათ ისეთი თამაშები, სადაც შეეძლოთ თავიანთი მამაკაცური ხასიათი გამოევლინათ: მოხერხებულობა, ფიზიკური ძალა და ამტანობა. მშობლები, რომლებსაც შეეძლოთ შვილის იმ თვისებებით აღფრთოვანება, რომელიც ვაჟკაცს ახასიათებს, შვილებს საკუთარი თავის რწმენას უძლიერებდნენ.

განსაკუთრებით მამაკაცს აღფრთოვანების მოთხოვნილება უჩნდება 20 – 30 წლამდე. როდესაც ის სავსეა იდეებით, ენთუზიაზმით, გეგმავს და სახავს მომავლის მიზნებს, ოცნებობს წარმატებულ კარიერაზე. ამ პერიოდში მამკაცი ცხოვრებაში ეძებს ისეთ ქალს, რომელსაც ის თამამად მიანდობს საკუთარ აზრებს და ვის თვალებშიც დაინახავს მისი თვისებებით აღფრთოვანებას.

ალბათ ცხოვრებაში, არაერთხელ შეგიმჩნევიათ, როდესაც მამკაცი ქალის თანდასწრებით, სჩადის ისეთ საქციელს, რომელიც ქალში იწვევს აღფრთოვანებას. თუკი მამკაცის მეხსიერებაში ინახება, ქალის თბილი  მადლიერების სიტყვები და უსაზღვრო ბედნიერების განცდა, ის მზად არის ისევ და ისევ გააკეთოს მისთვის ყველაფერი, კარგი და სასიამოვნო.

თანამედროვე მამაკაცები ძალიან მომთმენები არინ, მათი უმრავლესობა ხომ ძალიან დიდ ხანს ინარჩუნებს ოჯახს ქალთან, რომელიც არ აკმაყოფილებს მის მთავარ მოთხოვნილებას – აღფრთოვანებას.

დიხ, დიახ! ახლა, გულახდილად ჰკითხეთ საკუთარ თავს, ბოლოს როდის აღფრთოვანდით თქვენი მამაკაცით, ისე როგორც თქვენი შვილის წარმატებით? ბოლოს როდის უწოდეთ მას ჩემი გმირი და ხაზი გაუსვით, რომ ის არის ყველაზე განსაკუთრებული, ყველაზე ძლიერი და ვაჟკაცური?

ახლა გეტყვით, კიდევ ერთ ძალიან არასასიამოვნო, მაგრამ სასრგებლო რამეს: ამ ქვეყნად არსებობენ ეშმაკი და ბრძენი ქალები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი მიზნისთვის გამოიყენონ,  მამკაცის “აღფრთოვანებაზე დაუკმაყოფილებლობა”. თუკი ცოლს არ შეუძლია შეავსოს საკუთარი მამაკაცის მოთხოვნილება აღფრთოვანებაზე, მოიძებნება ქალი, რომელიც გააზრებულად წაიყვანს მას… ქალი, რომელიც ფლობს, მამაკაცით აღფრთოვანების ცოდნას.

© ელმირა ემას

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment