fbpx

„ ჟრუანტელი და ბუსუსები, რომელიც მთელ ტანში დასეირნობს“

ავტორი ჟოლო
1.1K ნახვა

ბედნიერება – ესაა, როცა გული ისე მიფრინავს ცისკენ, რომ არც კი გეკითხება.

სიამოვნება – ესაა ჟრუანტელი და ბუსუსები, რომელიც მთელ ტანში დასეირნობს.

ტანჯვა – ესაა მძიმე ლოდები მთელ სხეულში, რომლებსაც პატარა ავი დარაჯი იცავს, რომ უცებ არ მოგინდეს მათი გადაყრა.

ცხოვრება – ესაა მკაცრი მასწავლებელი, რომლისგანაც ან გაკვეთილს ისწავლი, ის აღარ დაგარტყამს და შეუყვარდები, ან ვერ ისწავლი და მუდმივ ცემა-ტყეპაში იქნები.

ტკივილი – ცხოვრების ცემა-ტყეპით დაჩაგრული გულის მდგომარეობა, რომელმაც ვერაფერი ისწავლა.

სიყვარული – პეპლების ცეკვა მუცელში და მის გარეთ…

ნატა თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment