„თუნდაც რამდენიმე საკითხს რომ მიეცეს ფართო რეზონანსი და სათანადოდ გაშუქდეს, უდიდესი ცვლილებები შეუძლია გამოიწვიოს“ – წერს სოციალურ ქსელში ხელოვანი გიორგი ბარბაქაძე.
გოგა ბარბაქაძე: შემოთავაზება მაქვს ასეთი, ვინც სხვადასხვა პრობლემებზე წერთ, წუხილს გამოთქვამთ თუ აპროტესტებთ. ოლიმპიური ჩაცმულობა იქნება, თუ უსახური ნაგებობები, ბუნების გაჩეხვა, დაბინძურება თუ უხარისხო საკვები პროდუქტები, უსამართლობა, განათლების დაბალი დონე თუ რაც უნდა იყოს.
გვქონდეს კომუნიკაცია და იმ პრობლემაზე რომელიც უნდა გაჟღერდეს, პასუხი მოეთხოვოს, გამოსწორდეს რომ მხოლოდ „ფეისბუქის“ პოსტად არ რჩებოდეს ერთობლივად ვიბრძოლოთ. არა ყვირილით და ფორმალური აქციებით არამედ ნაღდად, პრობლემის გარეთ გამოტანა მოგვარებამდე… და საერთოდ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის.
თუნდაც რამდენიმე საკითხს რომ მიეცეს ფართო რეზონანსი და გაშუქდეს სათანადოდ, უდიდესი ცვლილებები შეუძლია გამოიწვიოს.