fbpx

„მოვუსმინოთ ცხოვრების მუსიკას“…

ავტორი ჟოლო
55 ნახვა

მასწავლებელს და მოსწავლეს გზად ერთი სოფლის გავლა მოუწიათ, სადაც დღესასწაულს ზეიმობდნენ. როდესაც ისინი  მთავარ მოედანს მიუახლოვდნენ, დასარტყამი ინსტრუმენტების და ხალხის შეძახილი იმდენად ხმამაღალი იყო, რომ მოსწავლემ ყურებზე ხელები აიფარა. მისდა გასაკვირად, მასწავლებელმა წაიცეკვა კიდეც და ასე მხიარულად გაიკვლია გზა მოედნის სიღრმისკენ, სადაც მთავარი მოქმედებები ვითარდებოდა.

როდესაც ზეიმი დასრულდა და დაღლილი ხალხი დაიშალა მოსწავლემ მასწავლებელ ჰკითხა:

— მასწავლებელო, როგორ შეგეძლო ასეთ ხმაურში გეზეიმა და გემხიარულა? მე ჩემი აზრებიც კი არ მესმოდა!

—  შენ, ჩემო მეგობარო, იყავი ხმაურის ტალღებზე მომართული, მაგრამ ამ სოფლის მცხოვრებთათვის ეს იყო მუსიკა. მე კი  ბგერები მესმოდა,  როგორც ადგილობრივები  აღიქვამდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრებას მიჰყვება, ისე, რომ ესმით მხოლოდ ხმაური.

წავიდეთ ცოტა შორს.

გავცდეთ ხმაურის ბგერებს და დღეიდან განვეწყოთ მხოლოდ მუსიკის ტალღაზე. მოვუსმინოთ ცხოვრების მელოდიებს და მუსიკას.

წყარო: https://zrda.wordpress.com/

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment