ნებისმიერი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ წარმატებისთვის გავლენის მოპოვებაა. თუ თქვენ შეძლებთ გახდეთ პოპულარული მაშინ წარმატება გაცილებით უფრო მარტივად მისაღწევი იქნება. გთავაზობთ რამდენიმე გზას გავლენის მოსაპოვებლად:
მოძებნეთ თქვენს სფეროში არსებული ლიდერი – გამოიყენეთ ინტერნეტი და მოძებნეთ შთამაგონებელი ვიდეო ჩანაწერები თქვენს სფეროში არსებული ლიდერებისგან. ისწავლეთ მათგან და თავადაც შექმენით გარკვეული აუდიტორია, შემდეგ გაავრცელეთ მათში თქვენი იდეები და აუცილებლად მოიპოვებთ გავლენას.
დაავიწროვეთ თქვენი მიმართულება -თქვენს სფეროში აუცილებლად იარსებებს განსხვავებული ნიშები. დაფიქრდით რა არის თქვენი ძლიერი მხარე და რა ნიშა შეგიძლიათ დაიკავოთ. დაავიწროვეთ მიზნები და ეცადეთ წარმატებული იყოთ კონკრეტული მიმართულებით.
შექმენით ქსელი – ქსელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია გავლენისთვის, რადგან რაც უდრო დიდია ქსელი, მით უფრო მეტია გავლენა.
წარმოაჩინეთ საკუთარი თავი – საზოგადოებას თქვენს მიმართ აუცილებლად ექნება შეკითხვები, დაფიქრდით მათზე და გაეცით პასუხი. შემდეგ შექმენით მცირე ზომის სტატიები და თავად გამოაქვეყნეთ, რომლებშიც ჩამოყალიბებული იქნება თქვენი შეხედულებები.
