fbpx

მუსიკოს ლადო ბურდულის განცხადება

ავტორი ჟოლო
87 ნახვა

„ქართული თანამედროვე მუსიკის გადასარჩენად და სტუდენტური ცხოვრების გამოსაცოცხლებლა უკვე მერამდენე წელია წინადადება და პროექტი მაქვს, მაგრამ, არ ვიცი ამაზე ვის უნდა ველაპარაკო?! – აცხადებს მუსიკოსი საკუთარფეისბუქისგვერდზე და ვისაც ახალგაზრდა თაობაზე ზრუნვა ხელეწიფება, მათ საინტერესო გეგმას სთავაზობს.

ლადო ბურდული: „კარგი იქნება თუ ყოველ პარასკევს, საქართველოს მასშტაბით, უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ჯგუფების კონცერტები ჩატარდება, ამისთვის უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, წარმოიდგინეთ რამხელა საქმე გაკეთდება?! ახალგაზრდებს ყოველ კვირას ექნებათ საშუალება სხვადასხვა ქართველ მუსიკოს შემსრულებლებს გაეცნონ, რეალურად მათ მიეცემათ ინტელექტუალური საკვები სწორი განვითარებისთვის და ცხოვრების გასალამაზებლად, რომლის კატასტროფული ნაკლებობაცაა დღეს მათ ცხოვრებაში, მეორე მხრივ, კი ქართულ ჯგუფებს გაუჩნდებათ სცენა, შინაარსი მიეცემა მათ არსებობას.

დასავლეთში ეს მოძრაობა ასე შეიქმნა, წამყვანი ჯგუფები ყოველთვის უკრავდნენ და დღესაც უკრავენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში…

თუ დაგაინტერესებთ ეს პროექტი, ვინც ქვეყანაში ამ საკითხებს წყვეტს, ჩემი პოვნა ძალიან ადვილია, თქვენს გვერდით მიგულეთ“.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment