ბაირონ ქეითის “სამუშაო” ყველაზე ღრმად გვხსნის და ყველაზე სათუთად, ფაქიზად, უმტკივნეულოდ საკუთარ თავთან გვაბრუნებს, ილუზიებისგან გვათავისუფლებს და საკუთარ თავში ძალიან დიდ სიყვარულს გვაცნობიერებინებს, რასაც ხშირად ყველაზე მეტად გავურბივართ და რისიც ხშირად ყველაზე მეტად გვეშინია…
ბაირონ ქეითს ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა აქვს:
“ნამდვილი შიში – სიყვარულის წინაშე შიშია, რწმუნებულებების ერთადერთი მიზანია – ამის გაცნობიერებაში ხელი შეგვიშალოს.”
“The real fear is fear of love. The only purpose of beliefs is to be an obstacle to that awareness.”
ჩვენ ადამიანებს გვეშინია სიყვარულის, მისი მიღების, აღიარების, გაცნობიერების, გათავისების, განცდის, რადგან სიყვარულის წინაშე ყველანი ვშიშვლდებით და სხვა ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს, ილუზიად იქცევა და ქარწყლდება…
მხოლოდ სიყვარული კურნავს ყველაფერს და ჩვენი მთავარი გამოწვევაა მის მიმართ გავიხსნათ და ის მივიღოთ, მივენდოთ და მივცეთ მას უფლება წარგვმართოს.
ბაირონ ქეითის “სამუშაო”-ს ყოველი სესია ჩვენში სიყვარულის ყოველ ახალ სიღრმეს და შრეს ხსნის, ყოველ ჯერზე ჩვენი გული უფრო მეტად იხსნება, თავისუფლდება და ვუბრუნდებით საკუთარ ჭეშმარიტ არსს – რომელიც სიყვარულია.
მიხარია და მადლიერი ვარ, რომ ამ გზამ და ამ მეთოდმა ამირჩია. ამ მეთოდით მუშაობა საკუთარ თავთან და ჩემს კლიენტებთან უდიდესი სიამოვნებაა, ყოველი სესია ჩემს სულს მალამოდ ედება.
უბრალოდ მადლიერი ვარ…
შეიძლება თქვენც გსურდეთ ეს განიცადოთ და მე მზად ვარ “სამუშაოს” სესიებით დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ ამ პროცესში საკუთარ თავთან, შინ დაბრუნებაში.
სიყვარულით, თინი ბასილაია