fbpx

ნინო სურგულაძის კეთილი საქმე

ავტორი ჟოლო
41 ნახვა

მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები მალე საქართველოს ეწვევიან და საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. 

ოთხი ცნობილი მომღერალი – ტენორი, ბარიტონი, სოპრანო და მეცო-სოპრანო საქართველოში ნინო სურგულაძის დამსახურებით ჩამოდის.  10 ივლისს ქართველი მეცო-სოპრანო თავის უცხოელ მეგობრებთან ერთად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში 22:00 საათზე ჩატარდება.
„ეს ძალიან ცნობილი მომღერლები სიხარულით დამთანხმდნენ, რომ ჩემს ქვეყანაში  კეთილი საქმისთვის ჩამოსულიყვნენ, – განაცხადა ნინო სურგულაძემ.  ამ კონცერტისთვის კონსერვატორიამ უფასოდ დაგვითმო დარბაზი. ჩვენ უდედმამო ბავშვებს  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს ვეხმარებით. ასევე ერთ პატარა ბიჭუნას, რომელსაც ჯანმრთელობის  პრობლემები აქვს და 22 წლის კონსერვატორიის სტუდენტს ნინო ჩიქოვანს, რომლის სიცოცხლეც საფრთხეშია“. 
 კონცერტს მსოფლიოში ძალიან ცნობილი და წარმატებული მაესტრო, პაოლო არივა ბენი უდირიჟორებს. კონცერტში სრულიად უანგაროდ  მიიღებს მონაწილოებას ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი.  
 
მსგავსი სტატიები

Leave a Comment