fbpx

”ქართული ტემპერამენტი გადამდებია”

ავტორი ჟოლო
22 ნახვა

ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა და ქართული ღვინო. ამ “ინგრედიენტებისგან“ შედგებოდა საღამო რომელიც უცხოელებმა პარიზში დააგემოვნეს. „მთავარი კულინარი“ უცხოეთში მოღვაწე ხელოვანი ლაშა ონიანი გახლდათ. სწორედ მან ითავა საქართველოდან 45 კაციანი დელეგაციის ჩაყვანა უცხოეთში. საღამო მომღერლებმა ნოდიკო ტატიშვილმა და სოფო გელოვანმა გაალამაზეს, მათი კონცერტზე გამოსვლა საელჩომ და სათვისტომომ მოითხოვა. ქართული კულტურის დღეები უცხოეთში, ლაშა ონიანის თაოსნობით, უკვე მესამე წელია ტარდება, ამჯერად ღონისძიებები სამ ქალაქში – დიუსელდორფში, პარიზსა და ლუქსემბურგში მოეწყობა.

 

ღონისძიებამდე ფოიეში დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოეწყო,  უცხოელებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს შესახებ. ასევე გომოიფინა ევროპაში მცხოვრებ ქართველ მხატვართა ნამუშევრები. ხოლო ქართული სიმღერითა და ცეცხლოვანი ცეკვით გაბრუებული მაყურებელი ძალიან დიდხანს უკრავდა ტაშს და ემოციებს კონცერტის შემდეგაც ვერ მალავდა.

 

კლაუდიე ბაუდ: „ამ კონცერტზე ჩემი ქართველი მეგობრის მოწვევით მოვხვდი. აღფრთოვანებული ვარ . საოცარი ხალხი ხართ ქართველები. თქვენი დადებითი მუხტი და ტემპერამენტი გადამდებია.  დარბაზში ვიჯექი და ვფიქრობდი, ამაზე მეტი საოცრება რა უნდა ვნახო -მეთქი,  მაგრამ თითოეული მომდევნო ნომერი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ლამის მეც ამაცეკვა… ჩემი მეგობარი რამდენიმე წელია მეპატიჟება საქართველოში, მაგრამ ვერ ჩამოვედი. ახლა კი დანამდვილებით ვიცი რომ ამ ზაფხულს თქვენს ქვეყანას აუცილებლად ვეწვევი.  ღვინოც ბრწყინვალე გაქვთ და გემოვნებაც. მადლობა ამ ლამაზი საღამოს”ქთვის“.

 

ლაშა ონიანი: “ეს საქართველოს საპრეზენტაციო საღამოებია. ამ იდეას დასავლეთ ევროპის ეპარქიასთან ერთად ვახორციელებ. გერმანიაში არ არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ამიტომ შემოსავალი, რომელსაც ეს ღონისძიება მოიტანს ეკლესიის მშენებლობის ფონდში გადაირიცხება. ამ შემოქმედებითი მხარით ჩემი წილი შემაქვს ამ კარგ საქმეში. თანადგომის სურვილი ბევრმა გამოთქვა, ამიტომ კონცერტი სამ ქალაქში დაიგეგმა. სამივე ქალაქში პრესტიჟული შენობები შევარჩიეთ. უცხოეთში ჩემ მიერ მოწყობილი ყოველი საღამო საქართველოს ჰიმნით მთავრება. ყველაზე მაგარი წუთებია, როდესაც შენი ქვეყნის ჰიმნი ჟღერს და მთელი პარტერი ფეხზე დგას. ეს ჩემთვის ყველაფერია“.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment