74
ფრანგი სკულპტორის ოგიუსტ როდენის ქმნილება სოტბის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. “მარადიული გაზაფხული” ანონიმურმა მყიდველმა ოც მილიონ დოლარად შეიძინა. როდენი მარმარილოს ქანდაკებას 1901-1903 წლებში ქმნიდა.
ამავე აუქციონზე ათ მილიონ დოლარად გაიყიდა ფრანგი მხატვრის პოლ სინიაკის ნახატი “პორტის მშენებლობა სენ-ტროპეში”.
სოტბის აუქციონზე ნოემბერში გასაყიდად გამოიტანენ მერლინ მონროს პირად ნივთებს. მსახიობის ჩანაწერებს, მისამართების წიგნაკს და სამკაულებს. ორგანიზატორები ამ აუქციონზე ოთხმოციდან-ასოცი ათასი დოლარის მიღებას ვარაუდობენ.