fbpx

„ორი დიდი ქართველიდან ერთ-ერთი სიცოცხლეს უნდა გამოსალმებოდა“ – ისტორიული ფაქტი

ავტორი ჟოლო
38 ნახვა

ამ ისტორიულ ფაქტზე ბერი ილია ვაშაკიძე ჰყვება და ქართველებს ერთმანეთის გატანასა და სიყვარულზე მოუწოდებს. 

„არსებობს ისტორიული ფაქტი, როდესაც ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს შორის დუელი დაინიშნა, მაგრამ საბედნიეროდ ეს დუელი არ შედგა, ორი დიდი ქართველიდან ერთ-ერთი სიცოცხლეს უნდა გამოსალმებოდა…

პრესაში გაჩაღებული პოლემიკის გამო ნიკო ნიკოლაძე ილია ჭავჭავაძესთან დუელზე უნდა გასულიყო. მაგრამ საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა.

ნიკო და ილია კვლავ დამეგობრდნენ. ნიკო ნიკოლაძემ ილია ჭავჭავაძის ”კაცია-ადამიანი?!” რუსულად თარგმნა და გამოაქვეყნა. შემდეგ კი, როცა ნიკოლაძემ ცოლად დიდი ხნის თანამოაზრე, ილიას ცოლის მოსახელე და მოგვარე ოლღა გურამიშვილი ითხოვა, ქორწილი ილია ჭავჭავაძემ გადაუხადა…

ახლა დავფიქრდეთ, რომელი ხართ ილიაზე და ნიკოზე დიდი ქართველი, რომ ერთმანეთისა და სამშობლოს სიყვარულისათვის ილიასგან და ნიკოსგან რომ არ აიღოთ მაგალითი??

ქართველებო, მოდით, გვიყვარდეს ერთმანეთი და შევინარჩუნოთ სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულისათვის კეთილგანწყობა ურთიერთარს, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები”…

მსგავსი სტატიები

Leave a Comment