ევროპელმა ექიმებმა იმ პროდუქტების სია შეიმუშავეს, რომლებიც სექსუალური აქტივობის შენარჩუნებასა და გაძლირებას უწყობენ ხელს.
ნუში – მდიდარია ცილებით, E ვიტამინით და კალციუმით. ის კარგი საკვებია ტვინისთვის და აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას.
ავოკადო – მდიდარია ცხიმებით, ვიტამინებით და კალციუმით. ის კარგი წამალია სქესობრივი დაუძლურების დროს. კარგად მოქმედებს მამაკაცის სათესლე ჯირკვლის ფუნქციონირებაზე.
ბანანი – სავსეა კალიუმით. მისი მირთმევა სასურველია უგუნებობის დროს, ძილის წინ კი მისი ჭამა კარგ „სექსუალურ მადას“ აღძრავს.
ქოქოსი – მამაკაცის სხეულში ზრდის სპერმის რაოდენობას და ასუფთავებს შარდის ბუშტს. თუ თაფლთან შერეულ ქოქოსის წვენს მიირთმევთ, სექსუალური პრობლემები სრულად მოგეხსნებათ.
ფინიკი – ასუფთავებს სისხლს და ააქტიურებს სექსუალურ ლტოლვას. განსაკუთრებით კარგია, თუ ერთმანეთში აურევთ ფინიკს, ქოქოსსა და ნუშს, შედეგი გარანტირებული იქნება.