„რატომ არის ჩვენი განათლების სისტემა სრული იდიოტიზმი? იმიტომ რომ ჩვენ ვასწავლით ჩიტებს ცურვას და თევზებს ფრენას, საიდანაც საბოლოოდ ვიღებთ დამხრჩვალ ჩიტებს და გაგუდულ თევზებს, რომლების ცხოვრებაში ვერასოდეს რეალიზდებიან.
მერე რამდენიც გინდა ვწეროთ სტატიები და სტატუსები, რომ საჭიროა ცხოვრებაში ჩვენს საყვარელ საქმეს მივაგნოთ, უბრალოდ წყლის ნაყვა იქნება.
მერე ვერასდროს გაიხსენებს ეს ხალხი როგორია ფრენა და ცურვა და ჩვენ ამას მივეჩვიეთ.
ჩვენ გამოგვყავს ასეთი ჯიშის საზოგადოება. საშუალო სტატისტიკური ადამიანებით. ჩვენ ვარგებთ ჩვენს თავს სისტემას, მაშინ როცა სისტემა უნდა ერგებოდეს ადამიანს.
სკოლა უნდა იყოს ბავშვისთვის ხელის შემწყობი განვითარებაში და არა ნიჭმკვლელობაში. რეპეტიტორები რა, ინდივიდუალურად უდგებიან ბავშვებს? არა ეგენიც სისტემას უდგებიან. ბავშვებს სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური განვითარება და თუ ასეთ ადგილს ნახავთ, თუ ნახავთ მიხვდებით, რომ ყველა ბავშვი უბრალოდ გენიოსია!“
ნინი ანდღულაძე