fbpx

რატომ ვერ ვაღწევთ წარმატებას?!

ავტორი ჟოლო
266 ნახვა

დამეთანხმებით ალბათ, წარმატების მიღწევა არ არის ადვილი, თუმცა ყველას სურს იყოს წარმატებული. გიფიქრიათ ოდესმე რატომ ვერ აღწევთ მას? რატომ რჩება თქვენი ოცნებები ოცნებებად, ფიქრები ფიქრებად, სურვილები სურვილებად?  ფაქტია, ადამიანები ესწაფვიან წარმატებას, თითქოს ყველაფერს აკეთებენ დასახული მიზსნის მისაღწევად, მაგრამ უშედეგოდ. მოდით შევთანხმდეთ, ადამიანს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს, ყველაფერს, რაც აქვს ცხოვრებაში, ის ქმნის თავისი ხელით. მაშინ რატომ არ ვბრძოლობთ იმისთვის რაც გვინდა ?
  წარმატების ფორმულა უცნობია, ამიტომ ადამიანები მას თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებენ ხოლმე. არც ის არის ცნობილი ვინ არის ისეთი ფრაზების ავტორი, როგორებიცაა: „ყველფერი ისე იქნება როგორც გიწერია“, „ბედისწერაზეა ყველაფერი დამოკიდებული“, „ბედს ვერ შეცვლი“ და ა.შ. მაგრამ ნება მომეცით შეგახსენოთ გამოჩენილი იტალიელი ფილოსოფოსისა და პოლიტიკოსის, ნიკოლო მაკიაველის დამოკიდებულება ბედისწერისადმი. მართალია, არის რაღაც რისი შეცვლაც ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ ცხოვრებას მეტწილად ჩვენ განვკარგავთ, ბედნისწერა გვაძლევს საშუალებას იქეთ მივუშვათ იალქნები სადაც მოგვესურვება, ნუ დაივიწყებთ ამას.
  როგორც უკვე აღვნიშნე ადამიანთა უმეტესობა ესწრაფვის წარმატებას, მაშინ რატომ გვყავს ასე ცოტა წარმატებული ადამიანი? ჩემი აზრით, არსებობს სამი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის ადამიანს, მიაღწიოს დასახულ მიზანს, გახდეს წარმატებული. პირველ რიგში ეს არის საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა. დაივიწყეთ სიტყვები: „არ შემიძლია“, „ვერ გავაკეთებ“ და ა.შ გახდით თავდაჯერებულები, ირწმუნეთ, რომ თქვენ ყველაფერს შეძლებთ, თუ მოინდომებთ. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის სიზარმაცე. თუ თქვენ შეგეზარებათ შრომა და ბოლომდე არ დაიხარჯებით იცოდეთ, თქვენი ფიქრები ყოველთვის ფიქრებად დარჩებიან, თქვენს ოცნებებსა და სურვილებს არ უწერიათ ასრულება, რადგან ცხოვრებაში არაფერი მოდის თავისით, შრომის გარეშე. და ბოლოს, თუ თქვენ არ ხართ მიზანდასახული ვერ მიაღწევთ წარმატებას. დაისახეთ ამოცანები, მიზნები, გეგმები და იარეთ მის კვალდაკვალ. იცოდეთ და გჯეროდეთ, რომ აუცილებლად მიაღწევთ მას.
   ყველამ კარგად ვიცით, რომ ქვეცნობიერი ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. ყველაფერი რაც სამყაროში ხდება და უშუალოდ ჩვენ გვეხება, იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური, ინახება და ილექება ჩვენს ქვეცნობიერში. თუ თქვენ თვლით, რომ წარმატების მიღწევა შეუძლებელია, თქვენი ქვეცნობიერი აღარ იქნება მოტივირებული და პასიურ, ძილის პოზიციაში გადავა. მაგრამ საკმარისია დადებითად და პოზიტიურად განეწყოთ წარმატებისაკენ რომ ის თქვენკენ სიარულს დაიწყებს.
   ძნელია იყო თავდაჯერებული მაშინ, როცა ცხოვრება გენგრევა, როცა სამსახურში საქმე ცუდად მიდის, მშობლები გეჩხუბებიან, ოჯახს ვერ ინარჩუნებ და ა.შ. მაგრამ თქვენ არ უნდა დაეცეთ სულით, მოიკრიბეთ ძალა, დაარწმუნეთ თავი რომ ყველაფრის გამოსწორება შეგიძლიათ, არ დაყაროთ ფარხმალი, რადგან „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.“ მხოლოდ ფიქრები და სურვილები არაფერს მოგცემს თუ არ იშრომებ მათი რეალიზაციისათვის. დაიმახსოვრეთ! თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია, არავის ძალუძს მისი შეცვლა და    გამოსწორება ისე კარგად, როგორც თქვენ.
   ცხოვრება აუცილებლად შეიცვლება მაშინ, როცა სიზარმაცეს, უქმად ყოფნას თავს დაანებებთ და საქმეს შეუდგებით. იყავით მთლიადან პასუხისმგებელი იმაზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, მოტივირებული წარმატებისაკენ და თქვენ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიაღწევთ მას. მერწმუნეთ, ცხოვრება უფრო ღირებული გახდება, როცა ყველაფერს თქვენი შრომით მიაღწევთ, როცა გადახედავთ წარსულს და დარწმუნებით იტყვით: „ეს მე შევქმენი“.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
მე-2 კურსის სტუდენტი
ნანა დოლიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment