fbpx

„რატომ მიხდით ჩემივე ფულიდან სიმბოლურად?“ – ზვიად ციკოლიას კითხვა და გულისტკივილი

ავტორი ჟოლო
14 ნახვა

„ჩვენს ერს სნობური და მარაზმული აზროვნება გააჩნია და არც არავინ ჩანს, რომ უმკურნალოს“ „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო” ალბათ ამ “სიბრძნეს” აწვებიან“ – ასე პასუხობენ მსოფლიოში აღიარებული სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინერის ზვიად ციკოლიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ფეისბუქელი მეგობრები. 

ზვიად ციკოლია: დღეს მქონდა “საინტერესო” შეხვედრა. ორგანიზატორებს შორის მთავრობაც იყო. საუბარია ლექციების წაკითხვაზე და გამოცდილების გაზიარებაზე.

ასევე მოწვეული იქნება უცხოელი დიზაინერი და აქ იწყება საინტერესო!

უცხოელს უხდიან უცხოელის შესაბამისად და მე სიმბოლურ თანხას…

კითხვა მდგომარეობს შემდეგში: მე რომელიც ვიხდი გადასახადებს რომელსაც განკარგავს მთავრობა, მე რომელიც ვაკეთებ უამრავ პროექტს საქართველოს სახელით და ამ პროექტებს ათეულობით მილიონი მოაქვს ქვეყნის ბიუჯეტში, მე რომელიც საქართველოს დროშას ვაფრიალებ საერთაშორისო გამოფენებზე და ამას ყველაფერს ყოველგვარი სახელმწიფო მხარდაჭერის და ხელშეწყობის გარეშე ვაკეთებ, რატომ მიხდით ჩემივე ფულიდან სიმბოლურად და რატომ უხდით უცხოელს უცხოური ტარიფების შესაბამისად? მარტო იმიტომ რომ უცხო ქვეყნის პასპორტი აქვს? ვინმემ ამიხსენით თუ შეიძლება.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment