fbpx

როგორ უნდა შეარჩიოთ მზის სათვალე?

ავტორი ნინო გონგაძე
56 ნახვა

დასაწყისისთვის უნდა გავერკვეთ მასალაში. მთავარი კრიტერიუმებია: ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება. დღესდღეობით მწარმოებლები ამას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. ე.წ ჩარჩო-ნაწილის მასალა მსუბუქი, ჰიპოალერგიული უნდა იყოს, ხოლო ლინზები- ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი.

მზის სათვალე, რომელსაც პლასტიკის ლინზები აქვს, უფრო უსაფრთხოა, ვიდრე შუშის ლინზებიანი: ისეთ ნამცეცებად არ დაიმსხვრევა რომ დაგვაზიანოს. მაგრამ ნაკლიც აქვს: პლასტიკის “შუშა” ადვილად იკაწრება და ხშირად ამახინჯებს გამოსახულებას, ჩვეულებრივი შუშა კი საშუალებას იძლევა, სათვალე მათაც გამოიყენონ, ვისაც მხედველობის პრობლემები აქვს- ოპტიკურ სალონებში ყოველთვის შეიძლება, რამდენიმე სახის მზისგან დამცავი შუშის არჩევა დიოპტრიებით.

შემდეგ, შუშის ფერი უნდა განვსაზღვროთ. თანამედროვე წარმოებისთვის ფერი პრობლემა არაა: წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი შუშა არავის გააკვირვებს. ზოგი ფერი გარემოს ფერსაც შეცვლის, თუმცა რა თქმა უნდა, ვარდისფერი სათვალით სამყაროს თვალიერება დიდი სიამოვნებაა! და მაინც, ოფთალმოლოგები გვირჩევენ, ნეიტრალური ფერის მზის სათვალე ავარჩიოთ, რომ თვალი არ გაღიზიანდეს.

ვირჩევთ მწარმოებელს და ვათვალიერებთ მარკას: ხარისხიან მზის სათვალეს აუცილებლად აქვს სერთიფიკატი საჭირო ინფორმაციით. პირველ რიგში, ულტრაიისფერი სხივების დახშობის უნარი. რაც უფრო მაღალია V მაჩვენებელი, მით უკეთესია სათვალე. ყველამ იცის, რომ ულტრაიისფერ სხივებს სრულად მხოლოდ შუშა ანეიტრალებს. პლასტიკისთვის კი კარგ მაჩვენებლად 80-90 % ითვლება.

საუკეთესოდ მიიჩნევა: ბრიტანული- S2742, გერმანული- 58217 და ამერიკული SI Z80 სტანდარტების შესაბამისი სათვალე. ამოიწერეთ ეს ნიშნები და ეძებეთ მოდელზე. თუ ასოების ან ციფრების ადგილი შეცვლილია, თქვენ უხარისხო სათვალეს ათვალიერებთ!

დასასრულს, დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ხარისხიანი მზის სათვალის ბაზრობაზე, ან მეტროს გადასასვლელებთან ყიდვა, ფაქტობრივად შუძლებელია. მაღაზიებში კი თვალებისთვის საიმედო დაცვა მხოლოდ საგულდაგულო შესწავლის შემდეგ აარჩიეთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment