25
მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ორი ფილმი აჩვენეს.
ლევან ადამიას “მე პატარა ქართველი ვარ” – ფილმი, რომელიც პატარა ადამიანების ცხოვრებას ასახავს და შალვა შენგელის “ხელმწიფე”, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ წრომში სტალინის ძეგლის გამო მოსახლეობის აზრთა სხვადასხვაობაზე მოგვითხრობს.
ორივე ფილმი ქართული პანორამის სექციაში მოხვდა. ჩვენება კინოთეატრ “ამირანში” გაიმართა.