ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში წიგნი- “საქართველოს აკრძალული ისტორია” განიხილეს.
რა დაუმალეს ერს და რა არ უნდა სცოდნოდათ ქართველებს?- წიგნში 4 500-წლის ისტორიის ის მონაკვეთია ასახული, რომელიც ქართველებისათვის უცნობია. ეს წიგნი ამ დროისათვის სკოლაში არ ისწავლება. მასში აღწერილი ისტორიული მასალები კი 8 000 წელს მოიცავს.
წიგნი, რომელიც საქართველოს ისტორიას შეეხება, ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილის მიერ არის დაწერილი. სახელმძღვანელო 1943-1956 წლებში საშუალო სკოლებში ერთ-ერთ საგნად ისწავლებოდა და მას შემდეგ ამოიღეს, რაც 1956 წელს კრემლის (ხრუშოვის) დავალებით საქრთველოს ცეკას პირველ მდივნის სახელზე გრიფით საიდუმლო წერეილი მივიდა.
“ძალიან არ აწყობდათ რომ ქართველებს ამ წიგნით გაეცნოთ მათ წარმომავლობა და დიდი რუდუნებით იქნა დამალული ეს წიგნი. უკვე წლებია მოვითხოვთ, რომ ეს წიგნი უნდა დაუბრუნდეს არა მარტო სკოლებს, არამედ მსოფლიოს საზოგადოებას, რომ გაიგონ რა არის საქართველო მისი ისტორიით,”- განაცხადა პეტრე ქოჩკიძე-ჭალადიდელმა.
წიგნის პრეზენტაცია- განხილვა ოპერის თეატრში ქუთაისის მერის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
ნია ჯანჯღავა
წყარო: http://topnews.com.ge/