უახლესმა სამეცნიერო კვლევებმა ცხადყო, რომ სიმარტოვე მამაკაცების გულს ვნებს.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცებში, რომლებსაც ადამიანებთან ურთიერთობა აკლიათ, მატულობს ქიმიური ნივთიერების დონე (პროტეინი, სახელწოდებით -itereleikin 6), რაც სისხლძარღვთა შევიწროებას იწვევს, ეს კი გულის შეტევისა და ინსულტის გამომწვევი მიზეზია.
გამოკვლევაში 4 000_ზე მეტმა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი ერიკ ლუკასი აცხადებს, რომ ახლო მეგობრების და ოჯახის არსებობა, ასევე მეზობლებთან ან ახლობლებთან ურთიერთობა უაღრესად სასარგებლოა მამაკაცებისათვის.
“ჩვენი გამოკვლევა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის გული ვინმესთან უნდა იყოს დაკავშირებული”, -თქვა მან.
ინფარქტისა და ინსულტისაგან დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 184 000 ადამიანი კვდება. გამოკვლევამ ისიც ცხადყო, რომ მსგავსი საშიშროება ქალებს არ ემუქრებათ.