fbpx

„სინდისგამოშიგნული, სულიერად იმპოტენტი ადამიანების დროება“

ავტორი ჟოლო
22 ნახვა

აი თურმე როგორი გამოდგა ჩვენი ყოფა. ნუთუ დავნებდით. ნუთუ ასე დავეცით“ – ამბობს დავით დეფი და დღევანდელ რეალობაზე საუბრობს.

დავით დეფი: „ბევრნაირ დროს გვიცხოვრია, ბევრი რამ გვინახავს და განგვიცდია, გვიბრძოლია და მიგვიღწევია, შეგვიქმნია და დაგვიგვირგვინებია, მაგრამ ასეთი სინდისგამოშიგნული, ფიზიკურად თუ შემოქმედებითად, მოქალაქეობრივად თუ სულიერად იმპოტენტი ადამიანებისა და გამაოგნებელი შეუგნებლობის, ზიზღისა თუ ბოღმის დროება მე პირადად არ მახსოვს.

ვფიქრობ უკვე სამარცხვინოცაა ამაზე წერაც, თუ დღეგამოშვებით როგორ კლავენ ქმრები ცოლებს, ახლა უკვე ცოლები ქმრებს და შვილებს და ბავშვებს გუდავენ და აუპატიურებენ და მერე წვავენ და თავს იხრჩობენ და ასე გაუთავებლად და ასე გაუთავებლად და ასე გაუთავებლად, დილიდან ღამემდე, ღამიდან დილამდე, ყოველ დღე. აი თურმე როგორი გამოდგა ჩვენი ყოფა. ნუთუ დავნებდით. ნუთუ ასე დავეცით… ისევ.

მესმის, დრო გავა და ჩვენც ფონსაც გავალთ, მაგრამ… ჯანდაბა, ნეტავ ეს “მაგრამ” საერთოდ არ არსებობდეს“.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment