fbpx

უშანგი კევლიშვილი: „არ მოერიდოს არავის დარეკვა ან მოწერა… ვპასუხობთ ყველას“

ავტორი ჟოლო
63 ნახვა

„ძალიან გვიხარია ახალგაზრდების მიდგომა იმ კუთხით, რომ ცდილობენ მოიყვანონ სუფთა და ჯანსაღი პროდუქტები. ბევრი გვიკავშირდება და გადაწყვეტილი აქვთ დაბრუნდნენ სოფლად და დაამუშაონ წლობით მიტოვებული ნაკვეთები“ – წერს სოციალურ ქსელში ბიოლოგიური პროდუქციის ონლაინ მაღაზიიის დამფუძნებელი უშანგი კევლიშვილი. 

უშანგი კევლიშვილი: მომწონს ამ ახალგაზრდების შემართება და სტიმული. ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იქნება  ყველანაირად დავეხმარებით. არ მოეროდოს არავის დარეკვა ან მოწერა. ვპასუხობთ ყველას ზარს და პასუხს ვუბრუნებთ ყველას ვინც კი მოგვწერს.

მოხარულები ვართ, რომ უსაქმურად არ სხედან და ცდილობენ თავიაანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნისა და საკუთარი ოჯახების გაძლიერებაში. დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გაგაცნობთ ყოველივე მათგანს და მინდა ვუთხრა, რომ გმირობაა პარკეტიდან მინდვრად გადასვლა. მხოლოდ ომში წასვლა არ ხდის ადამიანებს გმირებად. წინსვლა და წარმატებები ჩვენო მეგობრებო და მუდამ გქონდეთ ჩვენი იმედი.
თუ თქვენც გადაწყვეტილი გაქვთ ამ საქმით დაკავდეთ არ მოგერიდოთ და დაგვიკავშირდით 593 188-922

ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და კიდევ ვაპირებთ გაფართოებას და უფრო ბევრნი ვიქნებით 

უშანგი კევლიშვილი დღეს სწორედ ამ საქმიანობით არის დაკავებული და ბიოლოგიური პროდუქციის ონლაინ მაღაზიიის მეშვეობით იმ ჯანსაღ და სუფთა პროდუქტს გვთავაზობს, რომლის მოყვანა და წარმოებაც სხვადასხვა რეგიონებში ხდება.

ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას, ჩვენივე საიტზე განთავსებულ იმ ინტერვიუში გაეცნობით, რომელიც მასთან რამდენიმე ხნის წინ ჩავწერეთ. 

გადადით მოცემულ ბმულზე – რას ვჭამთ?! — შემაშფოთებელი რეალობა! ის, რაც ბევრმა არ იცის …

მსგავსი სტატიები

Leave a Comment