fbpx

ფრთხილად იყავით თქვენს სურვილებთან, ისინი სრულდება!

ავტორი ჟოლო
447 ნახვა

გამარჯობა! მე თქვენს სურვილებს ვასრულებ! არა, ანგელოზი არ ვარ, მე სურვილების შემსრულებელი ვარ.

წარმოიდგინეთ ხორცსაკეპი მანქანა, ჩადებთ ხორცის ნაჭერს და იქიდან გამოდის ფარში… ასე ვარ მეც, ჩადებთ სურვილს და გამოდის განხორციელებული!

ხოდა რისი თქმა მინდა… ხშირად მეუბნებიან: მე ეს არ ჩამიფიქრებია, მე ეს ასე არ მინდოდა…მე კი გეტყვით, რომ თქვენ ფიქრობთ  ერთზე, ლაპარაკობთ მეორეზე და გინდათ მესამე.

მახსოვს ერთმა კარგმა ადამიანმა შეუკვეთა ცოლი. ის დიდი ხნის მანძილზე მარტო ცხოვრობდა. მისი ცხოვრება საკმაოდ საინტერესო და მხიარული იყო. ჰოდა გადაწყვიტა, რომ ცოლი შეერთო და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასულიყო, ოჯახი ყოლოდა. პრინციპში, მისი სურვილი საკმაოდ კეთილშობილური იყო. ფიქრობდა დავქორწინდები, მე და ჩემი მეუღლე გაჭირვებაში ერთმანეთის გვერდით დავუდგებით, ბედის უკუღმართობას ერთად გავუმკლავდებით, თანაც სიბერში წყლის მომწოდებელი მეყოლებაო…

მთავარი მიზანი კი დაოჯახება იყო, მაგრამ დანამტები… დანამტები, რომლის მეშვეობითაც სურვილი სრულყოფილი ხდება…

მე სურვილი შევუსრულე, უარის თქმა არ შემეძლო, ჩემი მოვალეობაა სურვილების ახდენაა, მაგრამ ეს კაცი ახლა თავბედს  იწყევლის, იმიტომ რომ, მთელი მისი ცოხვრება გადარჩენისთვის ბრძოლად გადაიქცა. ის და მისი ცოლი გაჭირვებით უმკლავდებიან ცხოვრებას და ერთმანეთს უდგანან გვერდში.

ეს კაცი ფიქრობს, რომ დაოჯახება დიდი შეცდომა იყო…  სინამდვილეში  კი, რაც შეუკვეთა, ის მიიღო.

ისევ მახსენდება ერთი შემთხვევა, ერთი ახალგაზრდა გოგონა სიყვარულზე ოცნებობდა, სიყვარული კარგია და აუცილებელიც, მაგრამ ის ოცნებობდა ისეთ სიყვარულზე, რომელიც ჭკუიდან გადაიყვანდა და თავს დაავიწყებდა მასაც და მის შეყვარებულსაც! უფრო მეტიც, უნდოდა, რომ საყავრელ ადამიანს  მისთვის თვალი არ მოეცილებინა და  სიცოცხლეზე მეტად ყვარებოდა, მის გარეშე არც ერთი ნაბიჯი არ გადაედგა… ინატრა… მე ავუსრულე.

მან გაიცნო  სიმპათიური, ახოვანი და ტემპერამენტიანი მამაკაცი. ნეტავ დაგანახათ  ახლა ეს გოგონა. ბიჭი ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობს, გამუდმებით ითხოვს მისგან გრძნობების დამტკიცებას. სიყვარული მართლაც გასაგიჟებელი აქვთ.. თვალს არ აცილებს, სულ ეჭვიანობს… მე სურვილი ზუსტად ავუსრულე, როგორი ადამიანიც უნდოდა, სწორად ისეთი ჰყავს გვერდით…

არ იფიქროთ რომ ყველა ასეთ არასრულყოფილ სურვილებს იფიქრებს, თუმცა ადამიანების უმრავლესობა მაინც უკმაყოფილოა.

აი მაგალითად ქალი,რომელიც  ფიქრობს, რომ შეუხედავია. მას დაბალი თვითშეფასება აქვს და სურვილიც შესაბამისი: ღმერთო ოღონდ ვინმე გამომიგზავნე, თუ გინდა დაგრეხილი ფეხები ჰქონდეს, მელოტი და ხნიერი იყოს, თუნდაც დივანზე  იწვეს მთელი დღე, მთავარია კაცი იყოს სახლში! მე ყველანაირად ხელს შევუწყობ და სასიამოვნო გარემოს შევუქმნი! ძალიან გთხოვ ღმერთო!

ასეთი მხურვალე ლოცვა ყოველთვის მიდის ღმერთამდე. ციურმა კანცელარიამ ეს სურვილი დაადასტურა, მაგრამ რომელი ქალი იქნება კმაყოფილი, მთელი დღე დივანზე წამოწოლილი მელოტი, ხნიერი, დაგრეხილ ფეხებიანი მამაკაცით, რომელიც არაფერს აკეთებს და იქით ითხოვს ყურადღებას და ზრუნვას… არადა ამ ქალმა ზუსტად ასეთი მამაკაცი ისურვა!  ეს თავისი მორიდებულობით გააკეთა, სიანმდვილეში კი თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდა!

ჩემო ძვირფასებო, თქვენს მორიდებულობას ათბალიანი სისტემით არავინ არ აფასებს, ჩვენთან სრულდება სურვილები! ის, რასაც ინატრებ და როგორც ინატრებ!

ერთმა მოხერხებულმა გოგომ სპეციალური სავარჯიშოებით ფიქრების სიძლიერე და მათი ცხოვრებაში განხორციელების ალბათობა გაზარდა… და ასეთი რამ ინატრა: მე თანახმა ვარ ბევრი ვიმუშავო, თუნდაც რამდენიმე სამსახურში ერთად, მე ძლიერი ვარ  და გავუძლებ, ოღონდ მე და ჩემი მომავალი შვილები ვიყოთ უზრუნველყოფილები…ამინ!!!

მან თავად შეუკვეთა ასეთი ცხოვრება, რამდენიმე სამსახური  ერთად, ყველა სამსახურში უამრავი საქმე, იმიტომ რომ, რომ ძლიერი იყო და გაუძლებდა!  მისი სურვილის ძალა იმდენად ძლიერი იყო მთელს სამყაროს მოეფინა!

შევუსრულებ, არაუშავს, თუ დაიტანჯება, დაიტანჯოს….აუცილებლად მიხვდება სხვა, სწორი, სურვილი ჩაიფიქროს. თუ ვერ მიხვდება ასე იცხოვრებს მთელი ცხოვრება…

არიან ქალები რომლებიც უბედურები არიან, აი ერთმა ჭკვიანმა ქალმა გადაწყვიტა წერტილი დაესვა უბედური ცხოვრებისათვის, ბავშვები გაიზარდნენ, ქმარმა რომელსაც არანაირი ინიციატივა არ ჰქონდა ცხოვრებაში დაღალა, ხოდა შეუკვეთა სურვილი: მინდა ვიყო სუსტი ქალი, დავიღალე ამდენი მუშაობით, ახლა დასვენება მინდა, მინდა ოჯახის წევრები სულ თავს დამტრიალებდნენო. როგორც გითხარით ეს ქალი ჭკვიანი იყო, სპეციალური მეთოდები გამოიყენა, სურვილი სწრაფად რომ შესრულებულიყო.

როგორ ფიქრობთ რა მოხდა?  მოულოდნელად ეს ქალი  ავად გახდა თანაც ისე, მთელი ცხოვრება რომ ფეხზე ვერ ადგება… ჰოდა ახლა წევს საწოლში, სუსტად გრძნობს თავს, ცუდადაა, თავიდან მისი ოჯახის წევრები დასტრიალებენ თავს, მერე კი ყველა თავის საქმეზე წავიდა. მათ ავადმყოფი დედა არ შეუკვეთიათ, მათი ცხოვრება გრძელდება. მადლობა ღმერთს ამ ჭკვიან ქალს ჰქონდა ძალიან ბევრი დრო, როდესაც მარტოდმარტო იწვა, რო გადაეხედა თავისი  არასწორად ჩამოყალიბებული სურვილებისათვის და ახალი შეკვეთა გამოეგზავნა ჩვენთვის.

მოკლედ, ერთი წლის შემდეგ, ეს ქალი განიკურნა, დაავადების კვალიც კი გაქრა. ახლა ჩვენი ჭკვიანი ქალი სხვებს ასწავლის, თუ როგორ უნდა ჩაიფიქრონ სწორად, იმიტომ რომ მას აქვს ამის გამოცდილება და პრაქტიკა.

სურვილი საშიში რამ არის, შეიძლება ისეთი რამ ისურვო, რაც არ გინდა. ერთი მამა, შვილს ეუბნებოდა; შვილო მე შენს ასაკში ბევრ რამეს ვაკეთებდი, შენ კიდევ თავში მხოლოდ სისულელეები გიტრიალებს, ხელებიც უკუღმართი გაქვს, მთელი ცხოვრება უიღბლო იქნებიო.  მითხარით, რა ვუწოდოთ ასეთ სურვილს?  ადრე თუ გვიან ბიჭი ხომ დაიჯერებს ამ სიტყვებს?!  მე კი ამ სისულელის  შესრულება მომიწევს! მომიწევს კი არა, მე აუცილებლად ავასრულებ.

ასეთი სურვილები ძალიან ბევრია. ჰკითხეთ მამას, რატომ უსურვებს შვილს ამ ყველაფერს?! გეტყვით, რომ სულაც არ უსურვებია მსგავსი რამ! საუკეთესო მინდოდა ჩემი შვილისთვისო, გეტყვით.

ჩვენთან სრულდება ის, რასაც ისურვებთ! დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად მყარია სურვილი. თუკი თქვენ გამუდმებით ფიქრობთ, რომ ცუდი მოხდება, თქვენ მას ენერგიას უგზავნით, ის ყველა ჯერზე ძლიერდება,  გამყარდება და ადრე თუ გვიან ჩემს ხორცსაკეპ მანქანაში მოყვება… მერე თქვენ იტყვით, ასეც ვიცოდიო… სინამდვილეში კი სწორი იქნებოდა გეთქვათ, თქვათ ეს მე მოვიზიდე.

აი რას გეტყვით: თუკი ნეგატიური აზრი მოგივიდათ თავში დაიჭირეთ და მაშინვე დადებითში გადაიყვანეთ.  მაგალითად: გეშინიათ თვითმფრინავით მგზავრობის??  ტერორისტები და ასე შემდეგ…  წარმოიდგინეთ, რომ ტერორისტებს რაიმე დღესასწაული აქვთ.  ფლავი, მწვადები, ცეკვები და ასე შემდეგ….სულაც არ სცხელათ ახლა თქვენი თვითმფრინავისთვის, ასე რომ იფრინეთ მშვიდად.  კიდევ ერთი რამ,  დრო….. სურვილის ჩაფიქრებიდან ასრულებამდე საჭიროა დრო, სანამ შეისწავლიან, სანამ დააზუსტებენ, სანამ ხელს მოაწერენ, სანამ სამყარო რესურსებს არ მოძებნის, სხვათაშორის უმეტესობას ლოდინი საერთოდ არ შეუძლია. არ გამოდის უცებ?? თქვენ ამბობთ…. არაუშავს ძალიანაც არ მინდოდა.  ხოდა თუ ძალიან არ გინდათ სურვილი ნაგვის ურნაში ვარდება, ისეთ სურვილს, რომელიც აღარ გინდათ  არავინ არ შეასრულებს. ისწავლეთ რწმენა და ლოდინი.

ასევე ხდება ხოლმე, როცა სურვილი სრულდება, ადამიანი ბედნიერია და მაინც…ცდილობს  ყველაფერი გააფუჭოს.

ახლა მოგიყვებით ერთ ისტორიას…. ერთმა ახალგაზრდა ქალმა მოგვმართა, ჭკვიანი, ლამაზი, სუფთა სულით, სურვილიც სუფთა და ლამაზი ჰქონდა, ასეთი სურვილების ასრულება ერთი სიამოვნებაა. სიტყვასიტყვით არ მახსოვს მაგრამ….. დაახლოებით ასე ჟღერდა: მინდა არაამქვეყნიური სიყვარული მქონდეს, როცა ურთიერთობა დღესასწაული იქნება, რომანტიკული,  ზრუნვა ორმხრივი რომ იყოს, ბედნიერები ვიყოთ, ნანატრი შვილი გვეყოლოს, ყველა შეხვედრა იყოს ისეთი როგორიც პირველ ჯერზეო… შევასრულე ეს სურვილი დიდი სიამოვნებით, შევურჩიეთ იდეალური  პარტნიორი, ზუსტად ისეთი სურვილებით და შეხედულებებით, როგორიც თვითონ ჰქონდა. მათი სიყვარული და ურთიერთობა გამოვიდა საოცარი, თაიგულები, მიმოწერა, ყურადღება, შეხვედრები, საერთო ინტერესები….. მეც ვტკბებოდი მათი ცქერით, როგორ უხდებიან ერთმანეთსთქო. ბედნიერები იყვნენ…. პატარაც სიყვარულით დაიბადა, მოკლედ შეკვეთა შესრულდა 100%! ფიქრობთ ჰეფი ენდია?? არა.  რაღაც პერიოდის შემდეგ, ქალმა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ცოტაა, მოუნდა, რომ მისი საყვარელო მამაკაცი მასთან ერთად ცხოვრობდეს, ყოველ დღე ერთ საწოლში იღვიძებდნენ, ყოველ საღამოს ერთად ივახშმონ ოჯახურ გარემოში, ეს საერთოდ ახალი სურვილი იყო და არა ჩაფიქრებულის გაგრძელება…  მფარველ ანგელოზთან გადავამოწმეთ მისი საყვარელი მამაკაცი ამ საკითხზე რას ფიქრობდა, იგი მადლობებს წირავდა უფალს…ამბობდა ღმერთო ყველაზე ბედნიერი ვარ ეს ქალი რომ შემახვედრე, ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს, რამდენიმე წელია დიდი სიყვარული გვაკავშირებს, ჩვენი შვილი მალე სკოლაში წავა, ურთიერთობა კი ისევ ახალივითაა, ეს იმიტომ რომ.. ჩვენ ერთად არ ვცხოვრობთო.  მახსენდება ჩემი პირველი ქორწინება, როდესაც ცოლთან ერთად ვცხოვრობდით, ისტერიკები და უსიამოვნება, ახლაც მბურძგლავს ტანში. არა, ასეთ შეცდომას მეორედ არ დავუშვებ, ქალთან ერთჭერქვეშ არ ვიცხოვრებ, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ქალი ძალიან ძვირფასია ჩემთვის, მე ის ძალიან მიყვარსო…

ადრე მათი სურვილები ერთმანეთს ემთხვეოდა, ახლა კი ურთიერთსაწინააღმდეგო გახდა, შეცვლა წარმოუდგენელია, რადგან შეუძლებელია ადამიანის ნების წინააღმდეგ წასვლა, ერთობლივი ცხოვრება კაცს არ უნდა, რადგან ეშინია იმის დაკარგვის ვინც უყვარს და ძვირფასია. რა თქმა უნდა, შეეცვლებათ ურთიერთობა, ამის წარსული გამოცდილებაც აქვს.

ჩვენი ლამაზი გოგოც მართალია, უნდა ოჯახი და რა ქნას, მის ცხოვრებაში ჩვენ არაერთი შესაფერისი მამაკაცი გავაგზავნეთ, თუმცა… ის ზედაც არ უყურებს არავის, საყვარელი მამაკაცი ყველაზე ძვირფასია მისთვის, სხვასთან არ უნდა, მას ელოდება, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას… აი ასეც ხდება, თქვენც ხედავთ ბედნიერება მეტად ფაქიზი რამ არის…. მისი მორჯულება ადვილი არ არის, შეშინება კი ადვილია, ამიტომ სანამ რაიმეს  ინატრებთ კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გინდათ თუ არა?! ის რაც  შესრულდება უკან ვეღარ შებრუნდება, ამით მოგიწევთ ცხოვრება.

ერთმა ბრძენმა თქვა: ფრთხილად იყავით თქვენს სურვილებთან, ისინი სრულდებაო!

მე სხვანაირად გეტყვით: არ შეგეშინდეთ სურვილების,  შეისწავლეთ, დააკორექტირეთ, ანალიზი გააკეთეთ და გონებამდე მიიტანეთ. ისწავლეთ სწორად ჩაიფიქროთ სურვილები, მაშინ  ყველაფერი გამოგივათ!

ავტორი: ინგა ბლესი

წყარო: ingabless.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment