fbpx

ქართველი მხატვრები ლონდონში

ავტორი ჟოლო
95 ნახვა

 20 დეკემბერს ლონდონის ”ნოლიას” გალერეაში,  ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი  მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. 

 

 

 

 

 გამოფენა დავით მეფრესკეს ორგანიზებით იმართება.  რომელმაც ბრიტანეთში მცხოვრები ხელოვანები შემოიკრიბა. დამთვალიერებელი ეკა აბესაძის, გელა კაცლოევის, გულბაათ შველიძის, გელა დურუჯაძის, ნატალი ღუდუშაურის ნამუშევრებს დაათვალიერებს.

 

 ქართველი დიზაინერი ეკა აბესაძე, რომელიც ამავე დროს საქართველოს მხატვართა კავშირის და მსოფლიო მემინანქრეთა ასოციაციის წევრია, გამოფენაზე ქართულ ყაბალახებს,  ქუდებს, თექასა და ფერწერულ ნამუშევრებს წარმოადგენს.

გამოფენა ”ნოლიას” გალერეაში, საღამოს 5 საათზე გაიხსნება და ორ საათს გაგრძელდება, რაც დამთვარიელებელს იშვიათი შესაძლებლობას მისცემს ნახოს და შეიძინოს ქართველი მხატვრების ნამუშევრები. შემდეგ კი, მხატვრებთან ერთად ლუდის ბარში გადაინაცვლოს და  ცოცხალი ჯაზ-მუსიკით ისიამოვნოს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment