რუსულ ქორწილებში სხვადასხვა ქვეყნის ვარსკვლავები საკმაოდ ხშირია, თუმცა ისეთი დონის კონცერტ-ქორწილი, რომელიც გუშინ მილიარდელ მიხაილ გუცერიევის ვაჟის ქორწილში გაიმართა ძალიან იშვიათია.
ჯენიფერ ლოპესი, სტინგი, ელტონ ჯონი, ბიონსე, ენრიკე იგლესიასი, პატრიცია კაასი რუსეთში სპეციალურად ამ ქორწილის გამო ჩაფრინდნენ. მათთან ერთად სცენაზე ქართული ცეკვის ანსამბლი „ერისიონიც“ გამოჩნდა. ქორწილში მყოფმა ქართველებმა არ დააყოვნეს და სოციალურ ქსელში ვიდეოები ატვირთეს.
ქორწილი უზარმაზარ დარბაზში გაიმართა, როიმელიც საზეიმოდ იყო მორთული. პატარძლის კაბა ელი სააბმა ექსკლუზიურად მისთვის შექმნა.
მიხაილ გუცერიევი „ფორბსის“ თანახმად მსოფლიოს 40 უმდიდრეს ადამიანს შორისაა, ბიზნესითაა დაკავებული მისი ვაჟი საიდ გუვერიევიც.
[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=bMAHOvChG2o&feature=youtu.be”]