55
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას სასიხარულო ამბავს ამცნობს. როგორც კეკელიძის პოსტიდან ირკვევა ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნება.
“ბარსელონას გულშემტკივრებისთვის კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი. როგორც იქნა, დღეს მოვაწერე მემორანდუმის საბოლოო ვერსიას ხელი და ბარსელონის ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნება”-წერს გიორგი კეკელიძე.