ბედნიერი სახეები, კმაყოფილი და სტუმართმოყვარე ადამიანები მართალია ზღაპრულ სამყაროს ჰგავს, თუმცა ზოგიერთი ქვეყნისთვის სრულიად რეალობაა. წარმოგიდგენთ რამდენიმე ქვეყანას, რომლებშიც ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ:
შვედეთი – ამ ქვეყანაში დასაქმებულ ადამიანებს საშუალება აქვთ ყოველ 2 საათში 15 წუთით ყავის დასალევად და ახალი ამბების გასაცნობად გავიდნენ. ამ დროს ისინი ახერხებენ განტვირთვას და რუტინიდან ამოვარდნას.

ავსტრალია – ამ ქვეყანაში დაბინძურების ხარისხი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ადგილობრივები ქვეყნის ბუნებას ძალიან უფრთხილდებიან. აქ ძალიან პოპულარულია ე.წ.ბარბექიუ. ავსტრალიელები ხშირად იწყობენ ფასიან თუ უფასო პიკნიკებს. თუ თქვენ არ გყავთ ადგილობრივი მეგობარი ბარბექიუ-ტური საუკეთესო გამოსავალია მათ შესაძენად.

ახალი ზელანდია – როგორ შეიძლება არ ყო ბედნიერი როდესაც ირგვლივ ულამაზესი ბუნება გარტყავს, რომელიც საუკეთესოდაა მოვლილი?! ამ ქვეყნის მოსახლეობა თითქმის მუდმივად გაღიმებულია.

ნიდერლანდები – ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ცნობილები არიან ველოსიპედების სიყვარულით და ხშირად აწყობენ ველო-ტურებს.

კანადა – ეს ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე სასურველია მოგზაურობის მოყვარულთათვის. მხოლოდ კანადის ხედების ნახვა კმარა ბედნიერებისთვის.

ფინეთი – ტრადიციულ ფინურ საუნაში სტმრობისას ადამიანს ყველა პრობლემა ავიწყდება. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 5,2 მილიონი ადამიანია 3,3 მილიონი საუნა ფუნქციონირებს.

ნორვეგია – ნორვეგიელები თავიანთი ქვეყნის სილამაზით ძალიან ამაყობენ. აქ თითქმის ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ გაშალოთ კარავი და დატკბეთ ლამაზი ხედებით.

ისლანდია – ვულკანები, ველური სანაპიროები, ცხელი თავგადასავლები ამ ქვეყნის მაცხოვრებლებს ბედნიერებს ხდის.

შვეიცარია – ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქვეყანაა. აქაურები ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ.

დანია – ეს ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერად ითვლება. ადგილობრივები ამაყობენ თავიანთი გახსნილობით. მაშინაც კი როდესაც ისინი პირველად გხედავენ გიღიმიან და გესალმებიან და შესაძლოა ჩაიზეც დაგპატიჟონ.

