fbpx

ქორწინება ჯანმრთელობის საწინდარია

ავტორი ნინო გონგაძე
28 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სტატისტიკის ნაციონალური ცენტრის მეცნიერების გამოკვლევით გაირკვა, რომ დაქორწინებული მამაკაცები და ქალები უფრო ჯანმრთელნი არიან და უფრო იშვიათად ხდებიან ნიკოტინური თუ ალკოჰოლური დამოკიდებულების მსხვერპლნი, ვიდრე მარტოხელები.

საინტერესოა ერთი თავისებურებაც: ადამიანებს, რომლებიც ოფიციალურად არიან დაქორწინებულნი, უკეთესი ჯანმრთელობა აქვთ, ვიდრე იმ წყვილებს, რომლებიც თავიანთი ურთიერთობის ოფიციალურად აღიარებას არ ჩქარობენ. თუმცა იმავე მონაცემების თანახმად, მარტოხელები ნაკლებად არიან მიდრეკილნი სიმსუქნისკენ.

ამ განსხვავებათა მიზეზს მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ მიაგნეს, თუმცა ორი ვერსია მაინც აქვთ: ჯერ ერთი, ქორწინება ადამიანს ფინანსურ და ფსიქიკურ სტაბილურობას ანიჭებს, რაც ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება, მეორეც, მხოლოდ ფიზიკურად ჯანმრთელ ადამიანებს შეუძლიათ გაუძლონ იმ დატვირთვას, რასაც ოჯახური ცხოვრება წარმოადგენს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment