fbpx

“ყველაზე ძვირფასი რამ , რაც კი შეიძლება არსებობდეს ადამიანის ცხოვრებაში” …

ავტორი ჟოლო
185 ნახვა

მატერიალური რაღაცეების გამო , 
ზოგჯერ ადამიანებს ბევრი რამის დათმობა გვიწევს .

რაც დრო გადის უფრო მეტად მიყვარს ჩემი სახლი , სიმყუდროვე , მიწის სუნი წვიმის შემდეგ და

ვგრძნობ, – როგორ ძალიან მიყვარს გურული ეზო .

მზიანი დღე , ჰამაკი , კითხვა , ოჯახის საქმე .
წელიწადის ოთხი დრო რომელიც , განსაკუთრებულად ლამაზია გურიაში .

ბებიეს მზრუნველი ხელები , გემრიელი საუზმე .

ერთხელ საკმაოდ “ განათლებულმა “ ადამიანმა მკითხა – რატომ გენატრება სულ გურია ?
აშკარად ვიგრძენი მისი ირონიული დამოკიდებულება ,
სიმართლე გითხრათ გული ძალიან მეტკინა .

დიდი ხნის მერე როცა სახლში ჩამოვედი , ფეჩისგან გაღუღუნებულ ოთახში ვიჯექით მე და ჩემი ადამიანები ,
ჩუმად გარინდულები .
ზუსტად მაშინ გამახსენდა ის ადამიანი და მინდოდა ერთი წამით მაინც მყოლოდა ახლოს , რომ ეს დაენახა .
ჩვენ ვიჯექით ასე უბრალოდ და ვუყურებდით ერთმანეთს ,
ვფიქრობდით რა თქმა უნდა არაფერზე და ამ დროს მივხვდი , ის სიყვარული რომელიც მათთან მაკავშირებს სულ სხვანაირია და არასოდეს მეყვარება ასეთი სიყვარულით სხვა .

“ სული იკურნება გურიაში

გულს უხარია გურიაში “

პ.ს როდესაც ერთხელ მაინც გულწრფელად დაუფიქრდები ოჯახის ყოლას ,
ოჯახის არსს , ოჯახის სიყვარულს – გული შეგეკუმშება და ცრემლები დაგახრჩობს , ცრემლები ზოგჯერ მონატრების ,
ხშირად კი ბედნიერების , სიხარულისა და სიყვარულის .

ყველაზე ძვირფასი რამ , რაც კი შეიძლება არსებობდეს ადამიანის ცხოვრებაში, კიდევ ერთი გათენებული ახალი დილა
და გვერდით მოსიყვარულე ოჯახია 💛☀️

დამიმეგობრდით Instagram-ze https://www.instagram.com/giviko.giva/ 👈

გივიკო დიდია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment