fbpx

ყველაფერი თქვენს ბედზე, სიყვარულზე, სექსზე – ტესტი

ავტორი ნინო გონგაძე
165 ნახვა

თურმე ციფრები ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავენ, მათ შეუძლიათ მოგითხრონ პირადი ცხოვრების შესახებ, გამოგზაურონ წარსულში, ჩაწვდნენ ცხოვრებისეულ დეტალებს.

ერთი სიტყვით, ბევრ საინტერესო აღმოჩენას გააკეთებთ, მთავარია მოძებნოთ თქვენი ბედისწერის ციფრი.

ბედისწერის ციფრი

მისი მოძებნა ადვილია, ციფრებით დაწერეთ თქვენი დაბადების წელი, თვე და რიცხვი. შემდეგ სათითაოდ მიუმატეთ ერთმანეთს მანამ, სანამ არ მიიღებთ ციფრს ერთიდან ცხრამდე.

მაგალითად: ვთქვათ თქვენ დაიბადეთ 1970 წლის 27 ნოემბერს. დაწერეთ ასე: 27.11.1970 – 2+7+1+1+1+9+7+0=282+8=101+0=1 ამ შემთხვევაში თქვენი ციფრი იქნება ერთი…

თქვენი ციფრია:

1

ხასიათი: თქვენ დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ხართ. გამოირჩევით ორიგინალურობით და ყოველთვის საკუთარ თავზე იღებთ ინიციატივას. გარშემო არავის ტოვებთ გულგრილს. თქვენგან კარგი ხელმძღვანელი გამოვა. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ- ჯერ სხვებზე იფიქრეთ და მერე საკუთარ თავზე.

სექსი: გიყვართ თავგადასავლები. გამორჩეული რომანი და ნამდვილი სიყვარული გწყურიათ. ურთიერთობაში მოითხოვთ, როგორც ფიზიკურ, ასევე ინტელექტუალურ მხარესაც. ვერ იტანთ, როცა პარტნიორი გზღუდავთ.

შეგესაბამებათ; 3, 5, 7, 9.

2

ხასიათი: ბედნიერებას გარშემომყოფთა დახმარებაში პოულობთ, თუმცა ისინიც სიყვარულით გპასუხობენ და უყურადღებობას ნამდვილად არ განიცდით. მზრუნველი ხართ. ძალიან კარგად გამოგდით ყველაზე რთული სიტუაციის განმუხტვაც კი. თქვენი სუსტი წერტილია გადაუწყვეტელობა, ამიტომ მარტო მუშაობას კოლექტივთან თანამშრომლობა სჯობს.

სექსი: ერთგული, მოსიყვარულე, თბილი და ნაზი ხართ, ამიტომ ძლიერი და საიმედო პარტნიორი უნდა გყავდეთ, რომელიც ღირსი იქნება თქვენი პატივისცემის. მამაკაცი, რომელიც დაგიცავთ და რომლის სიყვარულიც ბოლომდე გაგხსნით, ყველა კომპლექსს მოგიხსნით. მისი ერთგული იქნებით, თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ, თქვენი რბილი ხასიათი შეიძლება ცუდად გამოიყენონ.

შეგესაბამებად; 4, 6 და 8.

3

ხასიათი: კონტაქტური და მეგობრული ხართ. ბედნიერ ვარსკვლავზე ხართ დაბადებული და სადაც უნდა იყოთ იზიდავთ ფულს, წარმატებას და გარშემომყოფების ყურადღბის ცენტრში ექცევით. შემოქმედებითი შესაძლებლობები გაქვთ, ხალხმრავლობა გიყვართ და მასობრივი ინფორმაციის წყაროები გიზიდავთ, თუმცა ძალიან მსუბუქად უყურებთ ცხოვრებას, ეს კი სარისკოა.

სექსი: ურთიერთობებში ყოველთვის იმაზე ფიქრობთ როგორ გაერთოთ. სარგებლობთ თქვენი მომხიბვლელობით და ხელიდან არ უშვებთ შანსს, რომ იკეკლუცოთ. გიყვართ, როდესაც თქვენით აღფრთოვანებული არიან. ჭკვიანი და ირონიული ხართ. ასე რომ პარტნიორი თქვენთან არ იწყენს. გვერდით გინდათ ყურადღებიანი, მოსიყვარულე და მხიარული ადამიანი, მას თქვენ უდიდეს სიყვარულს აჩუქებთ.

შეგესაბამებათ; 1, 5 და 9.

4

ხასიათი: მიზანდასახული და სანდო ადამიანი ხართ. სერიოზულად უდგებით ცხოვრებას. პასუხისმგებლობის გრძნობა არ გაძლევთ ღრუბლებში ფრენის საშუალებას. ლოგიკურრობა და დაკვირვებულობა შეუცვლელს გხდით ნებისმიერი გუნდისთვის. პროფესიონალიზმი და ორგანიზებულობა წარმატებას აუცილებლად მოგიტანთ.

სექსი: ერთი ღამის რომანები თქვენი სტიქია არ არის. არ მიეკუთვნებით ადამიანებს, რომლებიც პარტნიორებს ხშირად იცვლიან. გიყვართ ძლიერი ხასიათის ადამიანები. გულწრფელი და სამართლიანი ხართ ურთიერთობებში. ვერ ეგუებით, როდესაც პარტნიორთან ტავს მეორეხარისხოვნად გრძნობთ. გჭირდებათ ადამიანი, რომელიც გასწავლით ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას.

შეგესაბამებად; 2, 6 და 8.

5

ხასიათი: გამჭრიახობის წყალობით ყოველთვის უსწრებთ მოვლენებს. ძალიან ჭკვიანი ხართ და ეს შესამჩნევია. გამუდმებით მოძრაობაში ხართ, ვერ ეგუებით ერთფეროვნებას.

სექსი: მგრძნობიარე ხართ. ურთიერთობით ტკბობა გხიბლავთ. გიზიდავთ უჩვეულო და მღელვარე სასიყვარულო თავგადასავალი, თანაც რამდენიმე ერთდროულად. ვერ ეგუებით ერთფეროვნებას და გამუდმებით რაღაც ახლისკენ მიილტვით.

შეგესაბამებად; 1, 3 და 9.

6

ხასიათი: თავდაჯერებული, გულწრფელი და გახსნილი ადამიანი ხართ. გარშემომყოფების პატივისცემას იმსახურებთ. თქვენი იმედი შეიძლება თავისუფლად ჰქონდეთ. ახლობლებს კომფორტულ და ჰარმონიულ გარემოს უქმნით. ამასთან, ციფრი 6 სიმბოლიზირდება მომსახურებასთან და სავარაუდოა, რომ მუშაობდეთ მედიცინაში, ან რომელიმე სოციალურ სფეროში.

სექსი: სრული ბედნიერებისთვის გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც ისევე როგორც თქვენ თბილ და სტაბილურ ოჯახზე ოცნებობს. ერთადერთი რამაც ურთიერთობებში შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს თქვენი ეჭვიანობაა. შეეცადეთ სიყვარული უანგაროდ გასცეთ და ის სამმაგად დაგიბრუნდებათ.

შეგესაბამებათ; 2, 4 და 8.

ხასიათი: სერიოზული და რთული ნატურა ხართ. აუცილებლად უნდა იცოდეთ ზუსტი პასუხები კითხვებზე: “რატომ?” და “როგორ?” -არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაა. ამოუცნობი და თავშეკავებული ხართ. ხარისხს ყველაზე წინ აყენებთ. შეეცადეთ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ.

სექსი: ხანდახან გიძნელდებათ გრძნობების გამოხატვა. ელეგანტური და განათლებული ხართ, მაგრამ თქვენი ჩაკეტილობა და ამოუცნობი ხასიათი ხელს უშლის ადამიანებს კარგად გაგიცნონ. მხოლოდ რჩეულს შეუძლია თქვენს შინაგან სამყაროში შემოღწევა. თქვენ ბოლომდე მისი ერთგული იქნებით.

შეგესაბამებათ; 1, 5 და 7.

8

ხასიათი: სამართლიანი, პრაქტიკული და ამბიციური ხართ. მატერიალური კეთილდღეობა თქვენი ბედნიერების საწინდარია. ამისთვის მზად ხართ დღე და ღამე იმუშაოთ. წარმატებული ბიზნესის ასაწყობად ყველა თვისება გაქვთ.

სექსი: ძალაუფლება და სიმდიდრე განაპირობებს თქვენს ვნებიანობას. რომანტიკული იდეალები თქვენგან შორსაა. მიგაჩნიათ, რომ სიყვარული სიღარიბეში პირდაპირი გზაა უბედურებისკენ. გჭირდებათ ადამიანი, რომელიც თქვენს ამბიციებს აიტანს, ალბათ თქვენზე უფროსი. ასეა თუ ისე, წარმატებული ურთიერთობა გელით.

შეგესაბამებათ; 2, 4 და 6.

9

ხასიათი: თქვენი სითბოთი, ხიბლითა და ნიჭით იზიდავთ გარშემომყოფებს. პედაგოგად ხართ დაბადებული. ცხოვრებაში ყველაფერი გინდათ. გიყვართ ოცნება. თქვენი ყოველი დღე მკაცრად გაწერილია. ერთადერთი, რასაც უნდა ერიდოთ, ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაა.

სექსი: ნამდვილი რომანტიკოსი ხართ. კავშირი გაქვთ ადამიანებთან, რომლებიც მზად არიან გაგიყონ ყველაფერი, რაც მათ გააჩნიათ. ფრთხილად იყავით, ისეთ ადამიანს არ გადაეყაროთ, რომელიც არ დააფასებს თქვენს სიყვარულსა და თვისებებს.

შეგესაბამებათ; 1, 3, 5 და 6.

 

წყარო: pomada.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment